მეცამეტე

დათო ტურაშვილი ის მწერალია, ყველა ამბავს გემრიელად რომ გვიამბობს ხოლმე (აკასი არ იყოს) – ზოგჯერ წიგნის ფურცლებიდან, ზოგჯერ კი ვერბალურად. რაზეც უნდა წერდეს (საუბრობდეს) – თვითმფრინავის ბიჭებზე, დავით აღმაშენებელზე, ტიბეტზე, ამერიკულ თავგადასავლებზე, გურჯ ხათუნზე, მეძავებზე, ჩაძირულ ქალაქზე, ფეხბურთზე, ეროვნულ მოძრაობასა თუ ემიგრაციაზე – მაინც დიდებულად გამოსდის. მის ძველ კრებულ “მეცამეტეს” თუ გადაშლით, ამაში აუცილებლად დარწმუნდებით, უეჭველად მიხვდებით, რომ დათოს შეუძლია ერთნაირად წეროს ირლანდიელ ტერორისტზე, რუს ჯარისკაცზე, ვეფხისტყაოსანზე, აგვისტოს ომზე, კურტ ვონეგუტზე, დიდგორის ბრძოლაზე, კალაბრიელ მწერალზე, ესპანელებსა და კორიდაზე, ნილ არმსტრონგზე, კოსმონავტ ძაღლებზე, ეტგარ კერეტზე, სამშობლოში ხეტიალზე, სიკვდილის სუნზე, ზღვაზე, კატმანდუზე, მიხალკოვის “ტრადიციულ” გამოხტომაზე, ვისოცკისა და ლამას დიალოგზე, ფრანკოს “უკანასკნელ ტანგოზე”, ირაკლი ჩარკვიანზე, მსოფლიოს მერვე საოცრებაზე, რომელიც ჩვენს მეზობლადაა, კოლომბიაზე, კუბელებზე, ჰემინგუეის საყვარელ კაფეზე, რუსი იმპერატორის სილამაზით მოხიბლულ პოლონელ ქალზე, მარკესის მოსწრებულ ნათქვამზე, ისტორიულ სახლზე კარდენახში, ჯეკ კერუაკზე, ჯო ზავინულისა და ჯო კოკერის ფანებზე, “უცნაურ” განათლებასა და “განათლებულ” ქართველებზე, პანკისზე, აწყურზე, თელავზე, მთათუშეთსა და ქიზიყზე, ძალიან ლამაზ გოგოზე, სოკოს მოყვარულ რუს გენერალზე, სტალინის ვიზიტზე ნაძალადევში, ტეტჩერსა და ელცინზე, ცხოველთა მეფეზე, იმერულ “მარკეტინგსა” და ანა-მარიაზე… ადვილი არ არის, მოკლედ წერო ყველაფერზე და თან კარგად გამოგივიდეს… კარგი მწერლობაც ესაა, არა? More