ბრმა ბუს აღსარება

იცნობთ სადეყ ჰედაიათს? არ გამიკვირდება, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ აღმოსავლურ ლიტერატურას (ირანული ლიტეარტურა ბოლო წლებში “შემოიჭრა” ჩვენს ცხოვრებაში, რის გამოც ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნით ჩვენს გამომცემლებს)… მაგრამ უნდა გაიცნოთ… უნდა გაიცნოთ, რადგან სხვაგან ვერსად წაიკითხავთ ბრმა ბუს ასეთ აღსარებას… უფრო სწორად, აღსარებას, რომელსაც ბრმა ბუს აბარებენ… ან იქნებ ჩვენ? მთხრობელი ხომ საკუთარ ჩრდილზე მეტად ჩვენს გასაგონად ყვება ამბავს იმაზე, თუ როგორ დაკარგა ძალა ანგელოზმა და როგორ მოკვდა… კიდევ იმაზე, თუ როგორ მოკლა მან საკუთარი ხელით დაცემული ანგელოზი… ცოტა უცნაურია? ცოტა არარეალური? და ცხოვრება რაღაა? უცნაური, არარეალური ყოფა, რომელსაც ანგელოზსა და დემონს შორის გახლეჩილები ვატარებთ… More

ირანული არჩევანი

შირინ ებადის “ოქროს გალია” და მაჰმუდ დოულათაბადის “პოლკოვნიკის მიმწუხრი” თუ წაგიკითხავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ირანული ლიტერატურა განსაკუთრებულია. თავად ირანის უახლესი ისტორიაა განსაკუთრებული და იმიტომ (ზემოთხსენებული მწერლების ისტატობაზე რომ არაფერი ვთქვათ)… რევოლუციამ, რომელიც ბევრს ხსნის ერთადერთ გზად მიაჩნდა, წინსვლის ნაცვლად უკან დახია ქვეყანა და ხალხსაც მოუსპო მომავლის იმედი… სწორედ ასეთ ადამიანებზე გვიამბობენ ირანელი ავტორები – მათ შორის გოლი თარაყიც. More