მთის კვნესა

იასუნარი კავაბატა განსაკუთრებული მწერალია, განსაკუთრებულად “იაპონური” მწერალი. დღეს, როდესაც იაპონია ყველაზე თანამედროვე ქვეყანაა და მთელი მსოფლიო მათი ტექნიკით სარგებლობითა და ჰარუკი მურაკამის წიგნების კითხვითაა დაკავებული, თითქოს კავაბატას სტილი მოძველებული უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის. განა შეიძლება, რომ ჰოკუმ სილამაზე დაკარგოს? ზუსტად ასევეა იასუნარის პროზაც. მიუხედავად იმისა, რომ “მთის კვნესაში” (სხვაგანაც) ის ჩვენს დროზე მოგვითხრობს, წიგნის ფურცლებიდან მაინც ნამდვილი ძველი იაპონია მოსჩანს – თავისი ბუნებით (არ შეგეშინდეთ – კავაბატა გრძელ ბუნების აღწერებს არ გვთავაზობს, თუმცა კითხვის პროცესში თითქოს საკუთარი თვალით ხედავთ აყვავებულ ხეებს), სიმშვიდით, რთული ურთიერთობებითა და ფიქრებით. More