ტერეზა რაკენი და რუგონ-მაკარები

indexამ ბოლო დროს ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკასა და ანტიუტოპიებს შევეჩვიე. საბავშვო წიგნებსაც გადავავლე თვალი და ზაფხულის ბოლოს კლასიკურ ლიტერატურასთან მიბრუნება გადავწყვიტე. ამ ჟანრში კი ჩემი ფავორიტი ემილ ზოლაა, რომლის “რუგონ-მაკარებიც” მხოლოდ ნაწილობრივ მაქვს წაკითხული, “ტერეზა რაკენს” კი ვერაფრით მივადექი. ამიტომ ეს უკანასკნელი და სერიის რამდენიმე წიგნი გადმოვიღე და “გზას გავუდექი”.

“რუგონების კარიერა” ყველაფრის დასაწყისია. სწორედ მისი გმირი – ადელაიდა – გახლავთ რუგონ-მაკარების გრძელი საგვარეულოს ფუძემდებელი და მათი არასტაბილური ხასიათის პირველწყაროც. ამ ქალბატონმა საგიჟეთში მოხვედრამდე კანონიერი (პიერ რუგონი) და უკანონო (ვინმე მაკარისგან) შვილების გაჩენა მოასწრო და მათ არასტაბილური ცხოვრებაც გადასცა. ეპოქაც ხომ ასეთი დაემთხვა – როიალისტები  მთელი ძალით იბრძოდნენ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და რუგონ-მაკარების პირველი თაობებიც კარიერისთვის ბრძოლაში ჩაებნენ… More