უჩვეულო ბავშვების დაბრუნება

უჩვეულო ბავშვები დაბრუნდნენ! დიახ, დიახ, მართალი ხართ. მეც გამიკვირდა, რადგან მათი ამბები თავიდან ტრილოგიად იყო ჩაფიქრებული და თითქოს ბოროტი ძალაც დამარცხდა… თუმცა არა. თურმე წინ კიდევ მრავალი საინტერესო ისტორია გველის. სწორედ ამ მიზნით მისტერ რიგზმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ბავშვები თანამედროვე ამერიკაში “გადმოსხა” (არა, არ შეგეშინდეთ. მათი სწრაფი დაბერების პრობლემა მოხსნილია). უკვე ხვდებით, რა სახალისო ამბები დატრიალდა? არა, სრულად მაინც ვერ წარმოიდგენთ როგორ “დაბოდიალობენ” ჯეიკობი და უცნაური ბავშები ტანსაცმლის მაღაზიაში ჯინსების და მაისურების შესაძენად, როგორ სხედან ტელევიზორის წინ და არხიდან არხზე რთავენ, როგორ მიაქროლებენ ტრასაზე ჯეიკობის ბაბუის ძველ ავტომობილს… ამ წიგნის ხიბლი სწორედ ეს ეპიზოდები მგონია და არა უცნაურთა შორის წარმოქნილი კლანური დაპირისპირებები ან ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ახალი “წევრის” დახსნა გაურკვეველი საფრთხისგან… ვნახოთ რა იქნება შემდეგ (რენსომი ჩვეულ სტილს არ ღალატობს – ისევ შუა მოქმედებაში წყვეტს თხრობას)… ალბათ კიდევ უამრავი ძალიან მაგარი თავგადასავალი…

Advertisements

ისევ უჩვეულო ბავშვებთან

გახსოვთ, ცოტა ხნის წინ მის პერეგრინს რომ ვესტუმრეთ? მაშინ გითხარით, რომ მესამე ნაწილს ვერსად მივაგენი, თუმცა სულ მალე ტრილოგიის დასასრული რუსულ გვერდებზე გამოჩნდა. პირველი ნაწილ(ებ)ი თუ წაგიკითხავთ, თქვენთვის უცნაური სულაც არ იქნება, რომ როგორც კი ეს მოხდა, ელექტრონულმა ვერსიამ მაშინვე დაიდო ბინა ჩემს ქინდლში და, მიუხედავად უამრავი წასაკითხი წიგნისა,”ურიგოდ” დაიმკვიდრა ადგილი “უპირველესთა” შორის. More

სტუმრად მის პერეგრინთან

admin-ajax.phpგინახავთ ძველი ფოტოები, რომლებზეც გარდაცვლილი (იმ მომენტში) ადამიანები არიან აღბეჭდილნი? არა, რენსომ რიგზის წიგნში ასეთ საშინელებებს ვერ შეხვდებით, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ გარეკანს დავხედე თუ არა, სწორედ ამაზე ვიფიქრე… ვიფიქრე და ოდნავ შეშინებულმა დავიწყე კითხვა – როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. ჭიანჭველების სამყაროში საკმაოდ მძიმე მოგზაურობის შემდეგ მის პერეგრინთან სტუმრობა ფრიად სასიამოვნო გამოდგა. More