მიხეილ ჯავახიშვილის ტკივილი

“ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი.” – ნოდარ დუმბაძე

ისევ დადგა მაისი – თვე, რომელიც ჩვენთვის დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. თავისუფლება ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ეს დღე სამუდამოდ დარჩა. საუკუნოვანი უღლისგან გათავისუფლების დღეს ისევ დაპყრობილ ქვეყანაშიც აღნიშნავდნენ და მის ფარგლებს გარეთაც და ყოველ წელს ჰქონდათ იმედი, რომ მომდევნო წელს დამოუკიდებელ სამშობლოში ერთად იზეიმებდნენ დღესასწაულს… ამ მოლოდინით, ამ ტკივილით დაასრულა სიცოცხლის გზა ბევრმა დიდმა ქართველმა, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილმაც… მეტი

სტალინური კულტура

“აუცილებელი” წიგნები რომ არ არსებობს, ამ მოსაზრებას ვეთანხმები და მეტიც – ყოველთვის აქტიურად ვიცავ, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი – საბჭოთა ისტორიის თემაზე დაწერილი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებები! მართალია, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ დაიპყრეს და ის ყოველთვის ახერხებდა გათავისუფლებას, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ყველაზე მძიმე რამ – მენტალური გადაგვარება – დაგვიტოვა მემკვიდრეობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია ოკუპაციის წლების გაანალიზება (პირველ რიგში – ლიტერატურის “გავლით”) და სათანადო დასკვნების გამოტანა. მერე რა, თუ სახელმძღვანელოებში თითქოს ამოგლეჯილია ისტორიის ეს ნაწილი და ავტორები მხოლოდ გაკვრით ეხებიან ერეკლე II-ის მეფობის შემდგომ ამბებს… ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ სანამ ამ საქმით დაკავებული ადამიანები საბჭოთა ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გააცნობიერებენ (იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება), დამოუკიდებლად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. მეტი

37-მდე…

“რომ მკითხონ სიკვდილით დასჯა თუ სამშობლოდან განდევნაო, ისევ პირველი მირჩევნია.” – მიხეილ ჯავახიშვილი

1937 წელი… ეს ის თარიღია, რომელიც 1921 (“წითელი” ოკუპაციის) და 1924 (ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების) წლებთან ერთად სისხლის ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში (ძალიან სამწუხაროა, რომ ისტორიის სწავლებისას საბჭოთა ეპოქა მხოლოდ მოკლედ და მშრალად განიხილება. არადა, მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე საგნადაც უნდა იყოს გამოყოფილი). დიდი ტერორის თემით დაინტერესებულებს მოგეხსენებათ, რომ რეპრესიები ამ წელს არც დაწყებულა და არც დასრულებულა, თუმცა ჩვენთვის პოლიტიკურ დევნასთან ასოცირდება. ალბათ იმიტომ, რომ 1937 წელი უამრავი ჩვენთვის საყვარელი ადამიანის (მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და სხვების) ამქვეყნიდან წასვლის თარიღი გახდა… მეტი