ფიოდორი, მიხეილი და ბორისი

62292_682035175145591_1587441833_nფიოდორ დოსტოევსკის “მკვდარი სახლის ჩანაწერები” – 1849 წელს დოსტოევსკი “ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის” დააპატიმრეს და სასჯელის მოსახდელად ციმბირში გაგზავნეს. სწორედ ამ ოთხწლიანი პერიოდის შედეგია ეს წიგნიც. მართალია, მთხრობელი მკვლელობისთვის გასამართლებული გამოგონილი პერსონაჟია და არა თავად ფიოდორი, მაგრამ მოთხრობილი ისტორიები – კატორღელთა ყოველდღიური მტანჯველი ცხოვრება, თითოეული მათგანის სახე – ნამდვილია და შესაბამისად ძალიან საინტერესოც, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მცირე მოცულობის ნაწარმოები ე.წ. “დიდ ხუთეულს” ვერ შეედრება და ავტორიც ღრმად არ “შედის” პერსონაჟთა ფსიქოლოგიაში (სხვანაირად არც შეიძლება)… More