კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მე-19 საუკუნის რუსეთში! ფიქრობთ, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა? სულაც არა! რუსეთი ზუსტად ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო – კორუფციასა და სიყალბეში ჩაძირული ქვეყანა, რომელსაც “ყველამ გზა უნდა დაუთმოს”. კარგად თუ “მოჩხრეკთ”, ჩიჩიკოვებსაც უხვად იპოვით – “მკვდარ სულებზე” მონადირე “საქმოსნებს”, რომლებსაც ყველა სიხარულით იღებს. რეალურად ხომ სწორედ მასპინძლები არიან მკვდარი სულები და არა ბოლო აღწერის შემდეგ იმქვეყნად წასული გლეხები… მემამულეები ნამდვილად არ არიან “ცოცხლები” (სხვა რომ არაფერი, მხოლოდ მათი მოწყობილი წვეულებები რად ღირს)… არც ჩინოვნიკები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე… და კიდევ ჩიჩიკოვია უარყოფითი პერსონაჟი? ვინ იცის რას იზამდა ის მეორე და მესამე ტომში (გოგოლს მათი დასრულება რომ მოესწრო… იმასაც ამბობენ, რომ ნიკოლაი ვასილევიჩმა “ღვთაებრივი კომედიის” მსგავსად ჯოჯოხეთით დაიწყო და განსაწმენდელისა და სამოთხის შექმნას გეგმავდა)… რუსეთის საზოგადოებას კი აგერ უკვე საუკუნეზე მეტია არაფერი ეშველა… ისევ მკვდარი სულებითაა დასახლებული და ისევ ითხოვს “სივრცეს მოქმედებისთვის”… მეტი
მკვდარი სულები გუშინ და დღეს
16 მარ 2018 3 Comments
in ლიტერატურა, რუსული, უკრაინული ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მკვდარი სულები, ნიკოლაი გოგოლი
ბოლო კომენტარები