მისაბაძი გაკვეთილები

“სამყაროს გაბედული ადამიანები ცვლიან, პატარა მოქმედებები, ინიციატივები, შთაგონება და ფანტაზია – აი, რას შეუძლია ადამიანები გააბედნიეროს.” – დიანა ანფიმიადი

ხშირად ვამბობ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს (თავად ავტორიც საუბრობს ამ წიგნში ამაზე). თითოეული მათგანი ზუსტად მაშინ გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, როცა სწორედ ის გვჭირდება. შეიძლება ამას დამთხვევა უწოდოთ, მაგრამ მუდმივად? აი, ახლაც ეს მოხდა! “მოსირაულე გაკვეთილების” წაკითხვა სულ მინდოდა, რადგან ლელა კოტორაშვილის რაჭულ ისტორიებს სოციალურ ქსელში ვადევნებდი თვალს. 2018 წლის მიწურულს გამართულ წიგნის ფესტივალზე მისი შეძენის სურვილით მივედი, მაგრამ პირველი ეგზემპლარები ჯერ არ დამხვდა. მას შემდეგ არაერთხელ ვესტუმრე წიგნის მაღაზიებს, მაგრამ წიგნი თვალში არ მომხვედრია… და აი 2019 წლის მაისის ფესტივალზე ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლისთვის” მივადექი “ინტელექტის” სტენდს და ეს წიგნი დამხვდა! რა თქმა უნდა, ინტერესი განმიახლდა და ავტორის ავტოგრაფითურთ შინ წამოვიღე, მაგრამ ერთი თვე არ გადამიშლია. ჯერ იყო და სხვა ახალმა წიგნებმა შემიტყუეს საკუთარ სამყაროში, შემდეგ შვებულება და “წანწალის პერიოდი” დაიწყო… თბილისში დაბრუნებულმა კი გადავშალე და მივხვდი, რომ ეს ზუსტად აქ და ახლა უნდა მომხდარიყო! More

Advertisements