მორიგი ახალი წიგნის გადაშლისას რას ელით? ალბათ ჩემსავით ახალ ემოციას, რომელიც ყოველ ჯერზე განსხვავებულია… ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნების” ფურცლებიდან დაუვიწყარი ემოცია მოედინება – უსაზღვრო მრისხანება, უსამართლობა და იმედი… ოკლაჰომიდან “აღთქმულ მიწაზე” – კალიფორნიაში – გადაბარგებული ჯოუდების ამბავი გულგრილს ვერ დაგტოვებთ, რადგან სახლის დაკარგვის შემდეგ “ბედნიერების” გზაზე დამდგარი ოჯახის ისტორიაში ყალბი არაფერია. ჯონ სტაინბეკს ხომ საკუთარი თვალით უნახავს ყველაფერი – “დროებით” საცხოვრებელს შეფარებული ღატაკი ამერიკელები, რომლებსაც მონებივით ექცევიან, დაუნდობელი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები, პოლიციელები, სასულიერო პირები, შიმშილი, დამცირება, იმედების მსხვრევა და ამასთანავე დიდი იმედი… დიახ, იმედი ყოველთვის არსებობს. მაშინაც კი, როდესაც თითქოს ყველაფერი დამთავრდა. მერე რა, რომ მსოფლიოში არაფერი შეცვლილა… წიგნის გამოცემიდან 80 წლის შემდეგ მრისხანების მტევნები ისევ მწიფდება ჯოუდების მსგავსი ადამიანების სულში… იმედი მაინც არსებობს, სანამ არსებობენ დედა ჯოუდის მგსგავსი შეუდრეკელი ადამიანები, ტომ ჯოუდი და სხვები… ადამიანები, რომლებც ბოლო ლუკმას უნაწილებენ ერთმანეთს და ერთად იბრძვიან თუნდაც ბუნდოვანი, მაგრამ მაინც მომავლისთვის… მეტი
მრისხანების მტევნები
27 სექ 2019 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მრისხანების მტევნები, ჯონ სტაინბეკი
ჯონ სტაინბეკი და მღელვარების ზამთარი
27 აპრილი 2012 32 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:გზააბნეული ავტობუსი, ზამთარი ჩვენი მღელვარებისა, თაგვებსა და ადამიანებზე, კვარტალი "ტორტილა-ფლეტი", ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარგალიტი, მრისხანების მტევნები, რუსული დღიური, სამოთხის საძოვრები, ტომ ჯოუდი, ჯონ სტაინბეკი
ჯონ სტაინბეკის მიმართ რომ გულგრილი არ ვარ, ერთხელ უკვე ვთქვი. ორიოდე წლის წინ ზაფხულის არდადეგები თითქმის სულ მას “მიეძღვნა”, შარშანდელ საზაფხულო მოგზაურობებშიც მიიღო მონაწილეობა და თავის ჟანრში ფავორიტ მწერლებში გადაინაცვლა.
ყველაფერი “მარგალიტით” დაიწყო. მექსიკურ ლეგენდაზე დაფუძნებული ისტორია იმისა, თუ როგორ გამდიდრდნენ მოულოდნელად კინო და ხუანა და როგორ შემობრუნდა ორჯერ მათი ბედის ბორბალი, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შემდეგ იყო “სამოთხის საძოვრები” – მოთხრობები ერთი ამერიკული ველის მოსახლეობის ცხოვრების შესახებ, “თაგვებსა და ადამიანებზე” – უნარშეზღუდულ ადამიანზე, “კვარტალი ტორტილა-ფლეტი” – ასევე მოულედნელ გამდიდრებაზე, “გზააბნეული ავტობუსი” – გზაზე დაკარგულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე, “მრისხანების მტევნები” – ამერიკელების ცხოვრებაზე კრიზისის დროს (ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა სტაინბეკის ნაწარმოებთა შორის, ტომ ჯოუდი კი ამ ეპოქის თავისებური სიმბოლოა), “რუსული დღიური” – შთაბეჭდილებები საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში მოგზაურობის შემდეგ (ასევე ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა ამ თემაზე დაწერილ ნაწარმოებებში)… მეტი
ბოლო კომენტარები