მშვიდობით, ზაფხულო!

ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ მოაწყვეს პატარა ყალთაბანდებმა და მათმა მეთაურმა დუგლასმა არეულობა ქალაქში იმის დასამტკიცებლად, რომ გაზრდა სულაც არ არის აუცილებელი. უფრო მეტიც – სახიფათოც კია…

…კიდევ იმაზე, თუ როგორ მოაწყვეს მოხუცებმა შეთქმულება ახალგაზრდების წინააღმდეგ იმის დასამტკიცებლად, რომ სიბერე ცხრა მთას იქით კი არა, სულ აქვეა…

…უფრო ზუსტად კი იმაზე, რომ გაზრდა ისეთი სასიამოვნო სულაც არ არის, როგორც ეს ბავშვობაში წარმოგვედგინა. დუგლასმა და მისმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გრძნობა უფრო შიშია, იმის შიში, რომ მშობლებს დაემსგავსებიან, შვილები ეყოლებათ და ზაფხული უკვე მათ ცხოვრებაში დადგება… თავად კი შემოდგომას თავს ვეღარ დააღწევენ… More