აკა ის კაცია, ისტორიებს რომ “თლის” და წიგნებში “აწყობს”. გადაშლი ამ წიგნებს და თითქოს მისი გმირები ცოცხლდებიან, ფურცლებიდან გადმოდიან, ხელს გტაცებენ და ხან ძველ თბილისში ამოგაყოფინებენ თავს, ხანაც – შუაგულ ვაკეში.
“მწერლებსა და წიგნებზე” კი სულ სხვანაირი წიგნია. აკა არც ჩვეულ ალუზიებს მიმართავს, არც სიუჟეტს “ხლართავს”. აკი ხშირად ამბობს, მწერლობა არ მინდაო და აი, მოირგო კიდეც მკითხველ-კრიტიკოსის როლი (ოღონდ კრიტიკოსიც ისეთივეა, როგორიც მწერალი – “ჩვენიანი”).
ჩვენთან დიალოგსაც (ამას თხრობას ვერ ვუწოდებთ – ზუსტად დიალოგია – თითქოს ფინჯანი ყავის თანხლებით ვსაუბრობთ) ისეთი კაცის გაცნობით იწყებს მწერალი რომ არ იყო, მაგრამ წიგნებს წერდა და ცნობილი მსახიობის სეხნიაც გახლდათ (რიჩარდ ბარტონი). შემდეგ ამბროზ ბირსზე გვიამბობს, კიდევ ვაშინგტონ ირვინგზე, ნათანიელ ჰოთორნზე… მოკლედ, აკასთან შეხვედრას თუ გადაწყვეტთ, ჩასანიშნად უნდა მოემზადოთ – ღმერთმა არ ქნას და რამე გამოგრჩეთ – საინტერესო მოგზაურობას გამოაკლდებით. მეტი
ბოლო კომენტარები