მწვანე გზა სიკვდილისკენ

book_519b51e33edadროცა ღმერთი ციხის ზედამხედველ პოლს და მის მეგობრებს სამსჯავროზე უხმობს და ჰკითხავს, რატომ წაართვეს სიცოცხლე მის ქმნილებას, რას ეტყვიან? რომ ეს მათი სამუშაოა? რომ მათთვის ადამიანის სიკვდილით დასჯა, მასთან უკანასკნელი საათების გატარება, უკანასკნელი სურვილის დავიწყება, ამ თემაზე ხუმრობა ჩვეულებრივი ამბავია? მართალია, ყველა ჩვენგანი გადის ოდესმე მწვანე გზას სიკვდილისკენ (ზოგი გზა გრძელია, ზოგი – მოკლე), მაგრამ არავის აქვს იმის განადგურების უფლება, რაც არ შეუქმნია…

…პოლმა და მისმა მეგობრებმა კი ეს 78-ჯერ გააკეთეს. მათ ათეულობით ადამიანი დასვეს ელექტროსკამზე და გაანადგურეს მათი სხეული და არა მათში არსებული ბოროტება. მათ შორის იყო დელაკრუა – სასტიკი მკვლელი, რომელიც ისე “შეიწვა”, როგორც ინდაური. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს სამართლიანია, მაგრამ ადამიანი, თუნდაც ყველაზე საშინელი, მაინც ღმერთის ქმნილებაა, რომლის გულშიც სულ პატარა სიკეთის მარცვალი ყოველთვის არსებობს. მასაც შეუძლია სიყვარული ისეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო არსების მიმართ, როგორიც თაგვია… More

თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი

902312_368543809920945_284452303_oთბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.

More