გახსოვთ დენი ტორანსი (ფილმი თუ არ გაქვთ ნანახი, წიგნის ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა)? დიახ, ის “მანათობელი” ბიჭუნა, რომელიც ლამის საკუთარმა მამამ იმსხვერპლა, უფრო სწორად კი, სასტუმრო “ოვერლუკმა”… თურმე ნუ იტყვით და ზრდასრულობის ასაკში შესულ დენს მამამისივით სმა დაუწყია და ლოთობის მორევში ჩაძირულა. ვინ იცის, რა დაემართებოდა, რომ არა ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც მის და ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა… მეტი
“ექიმი ძილი” – დენი ტორანსის დაბრუნება
24 ოქტ 2014 9 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ექიმი ძილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნათება, პალიტრა L, სტივენ კინგი, ჩემი რჩეული მსოფლიო
მოგზაურობა საშინელებათა სამყაროში
09 ნოე 2012 19 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიზერი, ნათება, რობერტ ბლოჰი, სტივენ კინგი, ფსიქო
ბოლო დროს სამეცნიერო ფანტასტიკას “ჩავუჯექი” და ძალიან სასიამოვნო “მოგზაურობებიც” გამოვიდა, მაგრამ ერთფეროვნება მოსაბეზრებელი რომ არ გამხდარიყო, ცოტა სხვა მიმართულებით “ავიღე გეზი” – საშინელებათა სამყაროსკენ. გაგიკვირდებათ და აქაც სასიამოვნო “მოგზაურობები” გამოვიდა 🙂 ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ… რა თქმა უნდა, თუ არ გეშინიათ 😉
რობერტ ბლოჰის “ფსიქო” – ბავშვობიდან მახსოვს გოგი გვახარიას გადაცემის ქუდი – სისხლის ნაკადი, რომელიც აბაზანაში მიედინებოდა. ერთი პერიოდი აქტიურად ვუყურებდი ამ გადაცემას ( როგორც მაშინ ვეძახდით, ე.წ. “უჟასების” ხათრით)და ჰიჩკოკის შედევრიც ვნახე. შემდეგ დროთა განმავლობაში ეს სიყვარული გამინელდა, მაგრამ როგორც კი რობერტ ბლოჰს გადავაწყდი, გვერდი ვერ ავუარე, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ჯერ ვკითხულობ და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას… შინაარსზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი – ალფრედისეულ “ფსიქოს” ალბათ ყველა იცნობს. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ წიგნიც არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ფსიქიკურად დაავადებული მანიაკის განცდები შესანიშნავადაა გადმოცემული (ასაკიდან გამომდინარე ფილმის ყურებისას ამას ნაკლები ყურადღება მივაქციე. თან ენტონი პერკინსიც განსხვავდება ბლოჰის ნორმანისგან…) და ფინალიც ისეთია, რომ წინასწარ არცოდნის შემთხვევაში ალბათ ვერც გამოვიცნობდი… მეტი
ბოლო კომენტარები