გიყვართ ე.წ. non-fiction? ზოგადად ხელოვნება (მათ შორის ლიტერატურაც), რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია, თუმცა ეს ჟანრი განსაკუთრებით “პრეტენზიული” მგონია. ძნელია მართლაც საინტერესო ნამუშევრის პოვნა. მით უფრო კი – მწერლის, რომელიც თანაბრად კარგად წერს მხატვრულ და არამხატვრულ წიგნებს. პირადად მე ახლა მხოლოდ ორი მახსენდება. მათ შორის არის უმბერტო ეკოც, რომელიც ამ საქმეში ნამდვილი ოსტატია (მეორე ბორის აკუნინია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, “გრიგოლ ჩხარტიშვილის” წიგნების მკითხველისთვის მისაწოდებლად “ბორის აკუნინსაც” იყენებს. ხალხი არამხატვრულ ნაწილს მხატვრულის ხათრით კითხულობს და იმიტომ)… გამონაკლისი არც “მტრის ხატის შექმნაა” – კრებული, რომელიც სრულიად განსხვავებულ თემებს ეხება. მეტი
როგორ შევქმნათ მტრის ხატი
07 ნოე 2016 დატოვე კომენტარი
in იტალიური, ლიტერატურა ტეგები:დარეჯან კიკოლიაშვილი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მტრის ხატის შექმნა, ნათია ბერიშვილი, უმბერტო ეკო, ხათუნა ცხადაძე
ბოლო კომენტარები