მენდერლის საიდუმლო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მენდერლიში! აქ უკვე იყავით მისტერ ჰიჩკოკთან ერთად? ამაზე არ იდარდოთ. მისის დაფნაც ძალიან კარგი მეგზურია. თავდაპირველად სწორედ მან შექმნა მენდერლის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც მსოფლიოს მილიონობით მოქალაქე აწ უკვე 77 წელია სუნთქვაშეკრული ელის ეკრანის წინ… და აი ახლა ბათუმელ გამომცემლებთან ერთად ჩვენც შევდივართ მანდერლის მამულში და ბოლო გვერდამდე ვფიქრობთ – მაინც რა მოხდა? რა საიდუმლოს მალავს ძველებური სასახლე? იქნებ აქ ძველი დიასახლისის სული დასახლებულა და მაქსიმილიან დე უინტერის მეორე ცოლს ემტერება? ან იქნება ეჭვი მხოლოდ ერთგული მოახლის სულში ბუდობს, რებეკა კი მშვიდად განისვენებს საგვარეულო აკლდამაში? და საერთოდაც რა დაემართა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ქალს – უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მოკლეს თუ თავი მოიკლა? ამ უთვალავ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მისის დაფნას აქვს – ქალს, რომელმაც შექმნა განუმეორებელი, ოდნავ მისტიკური და ამასთანავე ძალიან რეალური (მე ვიტყოდი – სასიამოვნოც კი) მენდერლი, ერთი შეხედვით ბანალური სასიყვარულო ისტორია და თითქოს მარტივად, ერთი ხელის მოსმით გამოძერწილი, თუმცა მაინც ძალიან დახვეწილი პერსონაჟები და, რა თქმა უნდა, დასასრული… დასასრული, რომელსაც არავინ ელოდა (მეც კი… არადა ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე… მაინც მეგონა, რომ იქნებ აქ რაღაც სხვა მომხდარიყო…)…

გოგონა, რომელიც წიგნებს იპარავდა

shop_product_image_151133[1]დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მსოფლიო ომზე ძალიან ბევრი რამ იცით – წიგნებიდან, ფილმებიდან თუ თვითმხილველთა ნაამბობიდან. თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. სამამულო ომი ცალმხრივად შუქდებოდა და “წითლებს” ანგელოზებად წარმოაჩენდნენ, გერმანელებს კი – პირსისხლიან ფაშისტებად. დიახ, ბევრი საბჭოთა მებრძოლი მართლაც იყო გმირი, ბევრი ნაცისტური არმიის წარმომადგენელი – მანიაკალური იდეებით აღსავსე, მაგრამ ხშირად პირიქითაც. ორივე მხარეს ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ სამშობლოს და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. More