სერია 13 – გაგრძელება

ლიტერატურული სერიები დიდად არ მიყვარს. არც ზე-პოპულარულ “50 წიგნს” “მივყვებოდი” და არც სხვა მსგავს სერიებს, თუმცა ასეთ გამოცემებს შორის მაინც არის რამდენიმე ისეთი, რომლის ყოველ შემდეგ წიგნს დიდი ინტერესით ველოდები. ძირითადად ეს “დიოეგენესა” (“ამერიკელები” მალე დასრულდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და “et cetera” კიდევ დიდხანს გაგვახარებს… და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი სერია “იაპონელებს” ;)) და ბათუმელების (შესანიშნავი “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” და “უკვდავი ბიბლიოთეკა” რომ აქვთ) დამსახურებაა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ სერიაში ყველა წიგნი ერთნაირად მომეწონოს, მაგრამ ამ ორი გამომცემლობის გემოვნებას ვენდობი… More