თუ ფენტეზი ჩემსავით გიყვართ, შეუძლებელია, რომ ნატო დავითაშვილს არ იცნობდეთ, მისი საოცარი სამყარო და ლილე იროელი არ გიყვარდეთ. და აი ახლა სულ სხვაგან ვართ – სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროში, რომელშიც ადამიანები და სხვები ერთად ცხოვრობენ… More
ადამიანები და სხვები
30 Nov 2018 Leave a comment
in ლიტერატურა, ქართული Tags: დაბრუნება, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ქარჩხაძის გამომცემლობა
მთვარის შვილობილები
13 Oct 2017 Leave a comment
in ლიტერატურა, ქართული Tags: ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მთვარის შვილობილები, ნატო დავითაშვილი, ქარჩხაძის გამომცემლობა
“იროელთა ქრონიკები” წაგიკითხავთ (თუ სრულად არა, ერთ-ერთი წიგნი მაინც)? მაშინ აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ქართული ფენტეზი არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში აღიარებულ სერიებს. ლილე იროელი ღირსეულად უმშვენებს გვერდს ყველასთვის ასე საყვარელ გმირებს და ჟანრის მოყვარულები ამაში უკვე დავრწმუნდით… More
ახალი წელი 2015
30 Dec 2015 8 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა Tags: აიას გზა, ამერიკელები, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დენიელ კიზი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თუთიის ბიჭები, ინტელექტი, კარგი ნიშნები, ლიზა ჯენოვა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პალიტრა L, სვეტლანა ალექსიევიჩი, ტერი პრატჩეტი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ყვავილები ელჯერნონისთვის, ჩერნობილის ლოცვა, წიგნები ბათუმში, ჯერ კიდევ ელისი
ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა… More
აიას გზა ანუ კაისას დაბრუნება
17 Jul 2015 1 Comment
in ლიტერატურა, ქართული Tags: აიას გზა, იროელთა ქრონიკები, კაისა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ფენტეზი, წიგნები ბათუმში
ლილე იროელთან შეხვედრის ბედნიერება დიდი ხანია არ გვქონია. გამოგიტყდებით და ეს მამაცი გმირი ძალიან მომენატრა… ასევე მომენატრა მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი აია. სწორედ მასთან ერთად დავადექით გზას ახალი თავგადასავლისკენ…
იროელებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. აია დალების სამეფოდან კოლხეთში გადაბარგდა, რათა მამის სურვილის შესაბამისად კაისას ბიბლიოთეკას გაცნობოდა… დიახ, დიახ, ჩვენი უსაყვარლესი კაისა დაბრუნდა… თუთაც, თეკლაც, კოპალაც, ღვთისშვილებიც, ნაიც… ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო გმირიც გამოჩნდა (გერგე, ცვატა, მესეფები და ა.შ.), მაგრამ კაისას დაბრუნებამ ყველაზე მეტად გამახარა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი სამსალაზე, რომელიც ნუ იტყვით და თურმე ცოცხალი ყოფილა – ბალღამის სახით შერევია მიწას და წლების შემდეგ სამყაროს ხელში ჩაგდება დაუსახავს მიზნად… ხელის შემშლელად კი სხვა ვინ მოევლინებოდა, თუ არა იროელები და მათი მეგობრები. მათ გარდა, სხვა ვინ შეძლებდა სტიქიონად ქცევას, მოტირალ დათა ხელოვნების გამოყენებას და ბოროტი ძალის დამარცხებას… ვერც ნისლების ეპოქაში დაბრუნებას გაბედავდა ვინმე… ვერავინ შეძლებდა სამყაროს გადარჩენას ნატო დავითაშვილის გმირების გარდა… More
ორი ფესტივალი
30 May 2015 13 Comments
in ლიტერატურა, ქართული Tags: აიას გზა, ალდენორი, ამერიკელები, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დავით ჭოჭუა, დათო ტურაშვილი, დიოგენე, იასმინა მიხაილოვიჩი, ინტელექტი, ლიგამუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მილორად პავიჩი, ნატო დავითაშვილი, პალიტრა L, სიესტა, ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ფენტეზი, ფეხბურთი, წიგნები ბათუმში, liberteens, ochobooks
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂
“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 More
ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად
30 Dec 2014 10 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა Tags: ალექსანდრე სოლჟენიცინი, ანა პოლიტკოვსკაია, ანე-კატერინე ვესტლი, არტანუჯი, არქიპელაგი გულაგი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დედა მამა რვა ბავშვი და საბარგო მანქანა, დიოგენე, ვლადიმირ სოროკინი, ზარხუფი, თანაბარი უფლებები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლურჯი სუფრის მოცეკვავე, მარგარეტ ეტვუდი, მოგვთა საჩუქრები, მხევლის წიგნი, ნატო დავითაშვილი, ო'ჰენრი, ოპრიჩნიკის დღე, პატარა დინოზავრი დინდინელა, პუტინის რუსეთი, სილვია პლათი, ტერი პრატჩეტი, ქარჩხაძის გამომცემლობა, წიგნები ბათუმში, ჯოან როულინგი, ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂
წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე. More
ნისლებში და ნისლებს მიღმა
21 Jul 2014 10 Comments
in ლიტერატურა, ქართული Tags: ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ფენტეზი
ლილე იროელის ცნობილ თავგადასავლებამდე ნატო დავითაშვილის სამყაროში კიდევ ერთი ამბავი მოხდა. ეს სამყარო ნისლმა დაფარა და ავსულებმა ისე დააბეჩავეს ნისლებში დარჩენილი ხალხი, რომ მტრებსაც კი დაავიწყეს…
თუმცა ყოვლისმომცველ ნისლს მიღმა ერთი სოფელი მაინც დარჩა – გურო. ამ სოფელს ცროლის მთა იცავდა. ვინ იცის, იქნებ იმიტომ, რომ სწორედ აქ უნდა დაბადებულიყო მხსნელი, გმირი სახელად ერეკლე იროელი!
ერეკლეს გარდა გუროში ნიშნიანი კვიცი დაიბადა, კიდევ ყველაზე ერთგული და მამაცი გოგო გვანცა, უღალატო გამახელა და იმედიანი გუროელები… ავსულებს ნისლებშიც “გამოეპარათ” მებრძოლი ადამიანები და სხვა არსებები: მოხუცი მუსიკოსი ანანია, გონიერი მახარე, კეთილი გველეშაპი, მაქციები, მორგვები, მწევრები, ვეძის სამკურნალო წყლის პატრონი… More
თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
29 May 2014 20 Comments
in ლიტერატურა, ქართული Tags: ანა პოლიტკოვსკაია, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ელიფ შაფაქი, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვენერას სიზმარი, ვუდი ალენი, ვუდჰაუსი, თამარ სუბელიანი, თანამდევი მოვლენები, თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, იროელთა ქრონიკები, კაფკა პლაჟზე, კინობიბლიოთეკა, კორალაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, მარი ბექაური, მეორე მხარე, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ნისლი, ოლდოს ჰაქსლი, ორჰან ფამუქი, ოქროს გალია, პალიტრა L, პრაღის სასაფლაო, პუტინის რუსეთი, რეზო ჭეიშვილი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, საოცარი ახალი სამყარო, სერია ამერიკელები, სიესტა, სტამბოლელი ნაბიჭვარი, სტივენ კინგი, სხვა ფერები, უინსტონ გრუმი, უმბერტო ეკო, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, ფლორენციელი ჯადოქარი, ფორესტ გამპი, შავი წყალი, შენი თავგადასავალი, შირინ ებადი, წიგნი, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი
ლურჯი სუფრის მოცეკვავე და დინდინელა
30 Jan 2014 4 Comments
in ლიტერატურა, ქართული Tags: ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლილე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლურჯი სუფრის მოცეკვავე, ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი, პატარა დინოზავრი დინდინელა, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, ფენტეზი, ქარჩხაძის გამომცემლობა
ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ საახალწლოდ ბევრი ახალი წიგნი გამოჩნდა წიგნის მაღაზიათა თაროებზე. გამოგიტყდებით და განსაკუთრებით ერთს ველოდი – “ლურჯი სუფრის მოცეკვავეს”…
…და ეს წიგნი დიდი ინტერესით გადავშალე… გადავშალე და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. ჯერ იყო და ლამის ცეცხლიმფრქვეველ დრაკონთა დაღუპვის მოწმე გავხდი. მათი კუნძულიდან ძლივს გამოვაღწიე და უკვე კარგედონში ამოვყავი თავი, სადაც ლურჯი სუფრის მოცეკვავე (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ) დედოფალი ნებით გახდა ლტოლვილი. ამ უკანასკნელს რომ გავყევი კი იცით, ვის გადავეყარე? ნაის. დიახ, დიახ, მოტირალ დას ჰექათიონიდან. ის პატარა აიასთან ერთად ლილეს ეძებდა… მაგრამ სანამ ლილეს ვიპოვიდით, მანამდე ზღვაურზე მოლაპარაკე ზღვის ხალხი, სტიქიონებად ქცეული ნუმიელები, ცრუ ლურჯი სუფრის მოცეკვავეები, სათანადო საკვების გარეშე გაბჭვირვალედ ქცეული ფიგნები გავიცანი და სიკეთესა და ბოროტებას შორის დიდ დაპირისპირებაშიც მივიღე მონაწილეობა… არც კი ვიცი, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, თეთრი დრაკონის – აკკას – ზურგზე რომ არ ავმხედრებულიყავი და იროელთა სასწაულმოქმედ ძალას არ დავეცავი… მე ხომ უკვე გადავაბიჯე ზღურბლს რეალობასა და ფანტაზიას შორის… მეც ლილეს სამყაროს ნაწილი გავხდი და ყველაფერი თავად განვიცადე… და თქვენც იგივეს გირჩევთ – ეს განუმეორებელი გრძნობაა! More
ისევ ლილე…
03 Jul 2013 12 Comments
in ლიტერატურა, ქართული Tags: ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მითოლოგია, ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, ფენტეზი
ალბათ გახსოვთ, რომ დახლოებით ერთი თვის წინ ლილე იროელზე ვისაუბრეთ . ასე საინტერესოდ დიდი ხანია არ “მიმოგზაურია”. ჰოდა ამ ერთ ამბავზე ხომ არ შევჩერდებოდი… მერე როგორ დამაინტრიგებლად დასრულდა… 🙂
…ბოლოს ლილე საიდუმლო კართან დავტოვეთ. თუ გაინტერესებთ რა აღმოჩნდა მის მიღმა, მაშინ “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” უნდა გადაშალოთ. ამ საიდუმლოს გარდა კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გელოდებათ – ბიგოში შერისხულებს და მათ დედოფალ იორუბას გაიცნობთ, ომდურმანში – პატარა გალი-გალასა და სველთვალებიანი ნიღბის ოსტატებს, სალიტულაში მსაჯულთა წიგნს ნახავთ და გრძნეულებსაც შეებრძოლებით… და რაც მთავარია, ლილესთან ერთად გახდებით ისტორიული წამის მოწმენი – სიყვარულისა და სიძულვილის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად ფრთოსანი ლომი ბრუნდება… More
Recent Comments