პულმანის სამყარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილიპ პულმანის სამყაროში! ერთი შეხედვით, ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურება, არა? თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ აქ ადამიანებს დაიმონები ჰყავთ (ჩვენი გაგებით, რაღაც სულის მსგავსი) და ყველგან ამ “ცხოველების” თანხლებით გადაადგილდებიან. ლაირასაც ჰყავს თავისი დაიმონი პანტელეიმონი, რომელსაც, როგორც ბავშვების დაიმონებს სჩვევიათ, ჯერ ჩამოყალიბებული ფორმა არ აქვს და ხან რომელი ცოცხალი არსების სახე აქვს და ხან რომლის… თუმცა ეს არაა მთავარი. მთავარი ამბავი აქ კარადიდან იწყება (რა დამთხვევაა, არა? კარადას ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფენტეზის სამყაროში), როდესაც იქ შემალული ლაირა შეთქმულების მონაწილე ხდება და მერე ხდება, რაც ხდება… თურმე, ნუ იტყვით და მისი დედ-მამა, რომლებსაც აქამდე არც კი იცნობდა, სასულიერო პირები, კუდიანები, ჩრდილოელი დათვები და ზოგადად ყველა ნებით თუ უნებლით სამყაროს დიდი გადატრიალების ნაწილი ხდება. სამყაროთა შორის არსებული ზღვარი ქრება და ყველაფერი ერთმანეთში ირევა… და რა როლი აქვთ ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლაში (თუ პირიქით, ბნელ მხარეს?) ლაირას თავისი ოქროს კომპასით და უილს თავისი ჯადოსნური დანით? ეს თავად უნდა ნახოთ. საკუთარი თვალით უნდა იხილოთ გადამწყვეტი ბრძოლაც, რომელმაც თავდაყირა უნდა დააყენოს სამყაროს არსი…

P.S. სერიის პირველი ორი წიგნი უკვე თარგმნა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”(კიდევ კარგი, ეს წიგნი “ანტირელიგიურად” არავინ მონათლა და არც ავტორის რელიგიური შეხედულებების გამო შეშინდა ვინმე). ალბათ უახლოეს მომავალში დასკვნით ნაწილსაც შემოგვთავაზებენ. რაც შეეხება ეკრანიზაციას, ის პირველ ნაწილს ვერ გასცდა, რადგან, მიუხედავად მსახიობთა ოსტატობისა (ლაირას დედის როლს თვით ნიკოლ კიდმანი ასრულებს), წარუმატებელი აღმოჩნდა.

Advertisements

ამერიკელი ღმერთები

13339456_10153717151449211_3404214916482208129_nისევე როგორც თითქმის ყველაფერი ამქვეყნად, ეს ამბავიც სიმღერიდან დაიწყო… თუმცა არა, გატყუებთ. ასე მეორე ამბავი დაიწყო, პირველმა კი საკანში აიღო სათავე და ისე გაგრძელდა, რომ პირველი ფურცლებიდან ვერც კი წარმოვიდგენდით… More

შინდლერის კიდობანი

„ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.

shindleris sia-500x500

ჩემი თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს რომ ლიტერატურას ვუთმობ, უკვე ყველამ იცის. ცოტა ხნის წინ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩემს პრიორიტეტებში მეორე ადგილზე ფეხბურთია. მესამე საპატიო ადგილს კი კინო იკავებს. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად ფავორიტიც ბევრი მყავს (ფილმების, მსახიობების თუ რეჟისორების სახით), მაგრამ მაინც არის ერთი ფილმი, რომელიც წლების წინ ვნახე (ბოლოს ალბათ დაახლოებით 4-5 წლის წინ) და დღესაც ზუსტად ისევე მახსოვს, როგორც ბოლო კადრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ამის მიზეზი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი რეჟისურა არ არის, არც ლაიამ ნისონისა და რეიფ ფაინსის გენიალური ნამუშევარი, არც “ოსკარი”… “შინდლერის სიის” განუმეორებლობას თავად ოსკარ შინდლერის პიროვნება განაპირობებს… და როგორც ახლა აღმოვაჩინე თომას კენილის პირველწყარო… More

ჩონჩხების გუნდი

“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი

10730245_756379961099795_4696252966897078254_nსიმართლე გითხრათ, მოთხრობები დიდად არ მიყვარს. ზუსტად ისეთი მკითხველი ვარ, როგორიც სტივენ კინგმა დაახასიათა შესავალში – ხანგრძლივ ურთიერთობებს ვანიჭებ უპირატესობას და ამიტომ რომანების მოყვარული გახლავართ… თუმცა მისტერ კინგმა მოახერხა და რამდენიმე დღით მოთხრობების კრებულს მიმაჯაჭვა…

პირველი და ყველაზე ვრცელი მოთხრობის – “ნისლის” – პოპულარობა სამართლიანი აღმოჩნდა. აბა, მიდით და თუ მაგრები ხართ, სულმოუთქმელად ნუ ჩაიკითხავთ უცნაურ ნისლში გახვეული ქალაქის ამბავს, რომლის მოსახლეებსაც ბურუსიდან გამოვარდნილი არსებები ესხმიან თავს. თავიდან მუტანტი ობობები, რვაფეხის “გარე ბიძაშვილები” და გიგანტურ ბუზებზე მონადირე ფრინველები ყველაზე დიდი უბედურება გეგონებათ, მაგრამ რელიგიური ფანატიზმი რომ იმძლავრებს, იქნებ სუპერმარკეტიდან პირდაპირ მათ ხახაში მოგინდეთ “ჩახტომა”… დასასრულზე საერთოდ ვერაფერს გეტყვით –  ისეთი აქვს, რომ საყვარელ სტივენს იქნებ ორიოდე მკვახე სიტყვაც კი აკადროთ (სცენარისტს კიდევ “უარესი” ფანტაზიისთვის მეტიც ერგება) 🙂 More

ბნელი კოშკი – დასაწყისი

1458638_617059508378653_1739239938_nცხელა… ძალიან ცხელა… შორს ჰორიზონტზე ბნელი კოშკი მოჩანს… მარტოხელა მსროლელი მისკენ მიდის… მასთან ერთად ჩვენც მივსდევთ საიდუმლოებით მოცულ კაცს შავებში… გზად პატარა ჯეიკს ვხვდებით, რომელიც თავისი ასაკისთვის ზედმეტად ჭკვიანია, ვისვენებთ, ათას საფრთხეს ვუმკლავდებით, მსროლელის წარსულს ვიხსენებთ, ანუ იმ დროს, როცა სამყარო ჯერ არ იყო დაძრული ადგილიდან და ბნელი კოშკიც არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი… არავინ იცის, გავალთ კი ბოლოში…

სტივენ კინგის ოსტატობაც ამაშია – დასასრულს ვერავინ გამოიცნობს. აქ ტოლკინის გავლენას ვერ ნახავთ (რასაც ავტორი თავად უფრთხოდა) და ჟანრებიც (ფანტასტიკა, ვესტერნი, ფენტეზი და საშინელება) საოცრად More