დაბადებულები საბჭოთა კავშირში

“ჩვენ დღედაღამ მოედნებზე უნდა ვყოფილიყავით. საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა – სკკპ-ს ნიურბერგისთვის უნდა მიგვეღწია. ზედმეტად ადრე დავბრუნდით სახლებში…”

17635364_761818447318699_6602865150746859259_o

დღეს 2015 წლის აგვისტოა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 24 წელზე მეტი გავიდა – ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემი დაბადებიდან… მე არ ვარ დაბადებული საბჭოთა კავშირში და “კლასიკურ საბჭოელებს” პირადად არც ვიცნობ (საბდნიეროდ), თუმცა კარგად ვიცი (სამწუხაროდ), რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღემდე ვერ ეგუებიან ახალ ყოფას და ამის მიზეზი ერთადერთია – ისინი არიან “დაბადებულები საბჭოთა კავშირში”…

საბჭოთა კავშირში დაბადებულებისთვის დღევანდელობა “სექენდ ჰენდია”. ზოგიერთი მათგანი დიდი სიხარულით შეხვდა გორბაჩოვის ეპოქას და ახალი ცხოვრების დაწყებას, თუმცა უმეტესობა იმედგაცრუებული დარჩა. მრავალდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ვერც დაპირებული ბინები მიიღეს, ვერც ნანატრი თავისუფლებით დატკბნენ… ძალაუფლება პარტიული მუშაკებიდან მილიონრებზე გადავიდა, ხალხისთვის კი არაფერი შეცვლილა. რუსეთი ისევ თავისით “მომუშავე” “პეჩკის” მოლოდინში დარჩა… ხალხის მეორე ნაწილი წითელ მოედანზე არ გასულა – ზოგი შიშის, ზოგი კი უკვდავი იდეის გამო. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წინდაწინვე მიუღებელი გახლდათ ცხოვრება პარტიის გარეშე… More

ვილოცოთ ჩერნობილისთვის

„26 აპრილის ღამე… ერთ ღამეში ისტორიის სულ სხვა მხარეს გადავინაცვლეთ. ახალ რეალობაში გადავხტით და ის, ახალი რეალობა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდნის, არამედ ჩვენი წარმოსახვის მიღმაც კი აღმოჩნდა. დროთა კავშირი დაირღვა…“

1116094ტელევიზორის წინ ვზივარ და უკვე მერამდენედ ვუყურებ დატბორილ თბილისს, დაღუპულ ადამიანებსა და ცხოველებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. ისინი სტიქიამ იმსხვერპლა… უმართავ მოვლენას შეეწირა (და მომავალშიც შეეწირება) უამრავი ჩერნობილელიც, მაგრამ თბილისის, ნეპალის, იაპონიის ან სხვა ადგილებისგან განსხვავებით, მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. თუმცა ეს არ მოხდა და დღეს ჩერნობილი (პირობითად, რადგან რადიაციული ღრუბელი დიდ მანძილზე გავრცელდა) ცალკე სამყაროა, ჩერნობილელები კი – ცალკე ერი… More