ბრილკა! ეს წიგნი შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის დაიწერა! ნიცა ჯაშმა (სინამდვილეში კი – ნინო ხარატიშვილმა) შენთვის დაწერა საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის ქრონიკა და ამით ისეთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, რომ იქნებ ჯერ ვერც თვითონ აცნობიერებს ბოლომდე და ვერც სხვები… რატომ? იმიტომ, რომ შენთვის დაწერილი წიგნი ჯერ გერმანულად გამოიცა, შემდეგ მსოფლიოს სხვა ენებზე ითარგმნა და ისეთმა ადამიანებმა წაიკითხეს, სულ რომ არაფერი იცოდნენ საქართველოს ისტორიაზე ან იცოდნენ, მაგრამ ზედაპირულად… შენ იცოდი, ბრილკა? იცოდი, როგორ ქვეყანაში ცხოვრობდნენ შენი წინაპრები – შოკოლადის ფაბრიკის დამაარსებელი, მისი ქალიშვილები სტასია და ქრისტინე, სტასიას შვილები კოსტია და კიტი, კოსტიას შვილი ელენე, ელენეს შვილები დარია და ნიცა? იცოდი, რომ ქვეყანაში, რომელიც ამქვეყნიურ სამოთხედ მიიჩნევა, 1921 წელს წითელი სიკვდილი შემოვიდა და მას შემდეგ ათასი უბედურება გახდა შესაძლებელი – ისეთი უბედურებები, წარმოუდგენლად რომ გამოიყურება… აბა, თავად განსაჯე – იფიქრებდა ჯადოსნური, თუმცა კი დაწყევლილად მიჩნეული, შოკოლადის ავტორი, რომ 100 წლის მანძილზე მისი საამაყო ქალიშვილი სტასია და მისი სამშობლო ყველაფერს მოესწრებოდნენ, რისი წარმოდგენაც მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში თუა შესაძლებელი? ნამდვილ წყევლას ხომ წითელი ფერი ჰქონდა და არა შოკოლადისფერი… წითელ ქყეყანაში ართმევდნენ სახლებსა და ფაბრიკებს პატიოსან კომერსანტებს, განშორებისთვის წირავდნენ ახალდაქორწინებულებს, შიმშილით სიკვდილისთვის კი დიდგვაროვან ქალებს თუ ლენინგრადელებს ბლოკადისას… წითელ ქვეყანაში პატარა დიდი კაცი გველეშაპივით ყლაპავდა ლამაზ ქალებს და უნგრევდა ცხოვრებას განურჩევლად ყველას – წარამტებული ჩინოვნიკის ცოლს თუ უბრალო სოფლელ გოგოს, რომელსაც განათლების მღების მეტი არაფერი უნდოდა… წითელ ქვეყანაში ხოცავდნენ არდაბადებულ ბავშვებს, დევნიდნენ მათ, ვისაც უბრალოდ საყვარელი საქმის კეთება სურდა ან სამშობლოს გათავისუფლების სურვილით ვერმახტის მხარეს გადავიდა… წითელ ქვეყანაში მკვლელებად, ნარკომანებად, მოძალადეებად აქცევდნენ ახალგაზრდებს… წითელი ქვეყნიდან გარბოდნენ და ბედნიერი, თუმცა კი მაინც უცხო ევროპიდან უმღეროდნენ სამშობლოს, ოჯახს და საყვარელ ადამიანს სევდიან სიმღერებს… წითელ ქვეყანაში რჩებოდნენ და საკუთარ თავს არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო, რომ “სიმართლისთვის” ყველა მეთოდი გამართლებულია… წითელ ქვეყანაში სახე ან უფრო ხშირად სული სამუდამოდ უმახინჯდებოდათ ადამიანებს… და აგრძელებდნენ ცხოვრებას… ცხოვრობდნენ, აჩენდნენ წინდაწინვე უბედურებისთვის განწირულ შვილებს და მათთან ერთად მიუყვებოდნენ ისტორიას – გასაბჭოებას, დიდ ტერორს, მეორე მსოფლიო ომს, დიდი კაცისა და პატარა დიდი კაცის აღზევებასა და დაცემას, პრაღის გაზაფხულს, 9 აპრილს… ჯაშები მიდიოდნენ და მოდიოდნენ… ერისთავებიც… წლებიც… ასე გაიარა 7-მა სიცოცხლემ და ერთმა საუკუნემ… მეტი
ბრილკას
05 აგვისტო 2019 3 Comments
in გერმანული, ლიტერატურა, ქართული ტეგები:ბრილკას, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მერვე სიცოცხლე, ნინო ბურდული, ნინო ხარატიშვილი
ჟუჟა
02 მარ 2018 დატოვე კომენტარი
in გერმანული, ლიტერატურა, ქართული ტეგები:ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნინო ბურდული, ნინო ხარატიშვილი, ჟუჟა, ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი
ლიტერატურა ძლიერია, ძალიან ძლიერი… ადამინებისთვის, რომლებიც გულგრილად უყურებენ წიგნებს, შეიძლება ეს ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს – რა შეუძლია ასეთი უსულო საგანს? და ვინ თქვა, რომ წიგნი უსულოა? ყველა წიგნს აქვს სული, რომელიც მას მწერალმა შთაბერა და მისცა ძალა, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია… სწორედ ასეთი ადამიანია ნინო ხარატიშვილი – ქალი, რომელიც თითქოს ახალს არაფერს წერს, მაგრამ ახერხებს მთავარს – გადატრიალებს ახდენს ჩვენს სულებში… მეტი
ჩემი საყვარელი ორეული
08 დეკ 2017 3 Comments
in გერმანული, ლიტერატურა, ქართული ტეგები:ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნინო ბურდული, ნინო ხარატიშვილი, ჩემი საყვარელი ორეული
არსებობს წიგნები, რომლებზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი… არსებობს წიგნები, რომლებზეც ვერ ვსაუბრობთ, რადგან მათში არაფერია განსაკუთრებული… თუმცა არსებობს ისეთი წიგნებიც, რომელთა შესახებ რაიმეს თქმა სულ სხვა მიზეზით გვიჭირს – მათში უმთავრესი შინაარსი, რთული ალუზიები და მოულოდნელი წიაღსვლები კი არა, ემოციაა… ზუსტად ასეთი წიგნია ნინო ხარატიშვილის დიდებული (ჩემთვის ეს ასეა და ამიტომ არ მოვერიდები ასეთ შეფასებას) ნაწარმოები “ჩემი საყვარელი ორეული”… მეტი
ბოლო კომენტარები