ორსული იმპერიის შვილები

ამბობენ, ნარკომანია გაცვეთილი თემააო… იმასაც ამბობენ, რა საჭიროა ამდენი წიგნი და ფილმი ნარკომანებზეო… თუ თქვენც ასე ფიქრობთ, მაშინ ეს წიგნი უნდა გადაშალოთ და აუცილებლად დარწმუნდებით საწინააღმდეგოში. ამაში ბეროუზის “ჯანქიც ” დაგარწმუნებთ, მაგრამ “იმპერიის ორსულობას” სხვა დატვირთვაც აქვს – ის თავისუფალ ამერიკელებზე კი არა, ჩვენზეა – ორსული იმპერიის შვილებზე.

“იმპერიის ორსულობა” სამი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება. მათ წამალი აერთიანებთ და კიდევ იმპერია… პირველი ნაწილი “რესპუბლიკურის ტორტს” ეძღვნება, მეორე – ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტის “სურნელს”, მესამე კი – სამოქალოქო ომში “ორ ცეცხლს შუა” მყოფ რიგით ქართველზეა (გამოგიტყდებით და ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა)… More

ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები

“მე მომწონს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს საერთოდ არ გვანან” – მაჰათმა განდი.

indexკეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ-ბაბილონში! ეს ის ადგილია, სადაც მარადიული მოწყენილობა სუფევს. უვიცობა და უფულობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ეს უკანასკნელი არც თუ მარტივი შესამჩნევია – ბაბილონელები 1000-ლარიანი განვადებით გამოტანილი ტელეფონებით შესაშური მონდომებით (ნეტავ ასეთი მონდომებით საქმეს აკეთებდნენ) ამესიჯებენ (გამავალი ზარი გამორთული აქვთ და რა ქნან), უახლესი ავტომობილების შეძენაც არ ავიწყდებათ (მერე რა, თუ ხანდახან ბენზინსაც კი ვერ ასხამენ) და “სეკონდ ჰენდებსაც” აქტიურად სტუმრობენ. ბაბილონელებს ხომ მხოლოდ სამი პრობლემა აწუხებთ – ავად არიან, შიათ და სცივათ. More