04 აგვისტო 2017
by Kejeradze
in ამერიკული, ლიტერატურა
ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მთავარი ქუჩა, ნობელის პრემია ლიტერატურაში, სინკლერ ლუისი
“აი პატარა ქალაქი რამდენიმე ათასი მოქალაქით ხორბლისა და სიმინდის ველებს შორის. ეს ამერიკაა. ჩვენს მონათხრობში ქალაქს ჰქვია გოფერ-პრერი, შტატი მინესოტა, მაგრამ მისი მთავარი ქუჩა ნებისმიერი სხვა ქალაქის მთავარი ქუჩის გაგრძელებაა. ჩვენი ისტორია ასეთივე იქნებოდა ოჰაიოში ან მონტანაში, კანზასში, ილინოისში ან კენტუკიში და ბევრით არაფრით შეიცვლებოდა ნიუ-იორკის შტატში ან კაროლინას ბორცვებზე…”

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გოფერ-პრერის მთავარ ქუჩაზე! გეჩვენებათ, რომ ძალიან შორს ხართ საკუთარი სახლიდან? შეგიძლიათ უფრო ახლოს მდებარე პროვინციული ქალაქის ქუჩაზე გახვიდეთ – შედეგი ზუსტად იგივე იქნება. პატარა ქალაქი ყველგან ერთნაირია – აქ ხომ ძველი ტრადიციები ჯერაც მეფობენ (თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი არ არის და საქმე არც ისე ცუდადაა). სიახლეებს ეჭვის თვალით უყურებენ (იქნებ სიზარმაცე უშლით ხელს… ან უბრალოდ ცვლილებების ეშინიათ), მთავარ განსახილველი თემა კი ახალი რეცეპტი ან რომელიმე თანაქალაქელის ახალი ნივთია… ასეთ ქალაქში კერის მსგავსი “აქტიური” ადამიანების ადგილი არ არის, რადგან მთავარ ქუჩას ცვლილებები არ სურს. აქ არაფერი შეიცვლება, სანამ თავად ქალაქი არ მოინდომებს… თუმცა ვინ იცის… იქნებ თავად კერი შეიცვალოს… იქნებ შეეგუოს პროვინციის ექიმის ცოლის ნაცრისფერ ცხოვრებას… ან მაინც იბრძოლოს… იბრძოლოს პროგრესისთვის… მეტი
08 ივლ 2016
by Kejeradze
in ლიტერატურა, რუმინული
ტეგები:ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეფე დაიხრება და კლავს, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ჰერტა მიულერი

ჰერტა მიულერი მაგარი ქალია, ძალიან მაგარი ქალი. თავად ეს სიტყვა არ უყვარს, თუმცა მისი შეფასებისას სხვა ეპითეტს უბრალოდ ვერ ვპოულობ. სხვაგვარად ვერ ვახასიათებ ქალს, რომლის კალამმაც შექმნა ესსების ეს კრებული და კიდევ რამდენიმე წიგნი, რომლებიც მუდამ ერთი თემის გარშემო ტრიალებს (ზოგს ეს მინუსად მიაჩნია, მე კი ღირსებად ვუთვლი). ჰერტა მუდმივად გვახსენებს ეპოქას, როდესაც მეფე იხრებოდა და
კლავდა, სამშობლო ვაშლის კურკას ჰგავდა, მელა მონადირე იყო, სუნთქვის საქანელა ირწეოდა და გულებში მხეცი ბუდობდა. ის სულ საკუთარ განცდებზე გვიყვება – საკუთარ ბავშვობაზე, ცხოვრებაზე ჩაუშესკუს რეჟიმის პირობებში, ემიგრაციაზე… სწორედ ამ გულწრფელობის ბრალია, რომ ჰერტა წიგნის ფურცლებიდან ასეთი ახლობელი ჩანს… სწორედ ამიტომაა, რომ “განმეორებადობის” მიუხედავად, ის მაინც მაგარი მწერალია… და მაგარი მოქალაქე, მაგარი ადამიანი… მეტი
30 დეკ 2015
by Kejeradze
in ბრიტანული, ლიტერატურა
ტეგები:აიას გზა, ამერიკელები, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დენიელ კიზი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თუთიის ბიჭები, ინტელექტი, კარგი ნიშნები, ლიზა ჯენოვა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პალიტრა L, სვეტლანა ალექსიევიჩი, ტერი პრატჩეტი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ყვავილები ელჯერნონისთვის, ჩერნობილის ლოცვა, წიგნები ბათუმში, ჯერ კიდევ ელისი
ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა… მეტი
09 ნოე 2015
by Kejeradze
in გერმანული, ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, ბერნჰარდ შლინკი, გიორგი ეკიზაშვილი, დორა ბრუდერი, ზებრა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია მირიანაშვილი, მეორე მსოფლიო ომი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პატრიკ მოდიანო, რეიფ ფაინსი, სამხედრო მფრინავი, ქეით უინსლეტი, წამკითხველი

გახსოვთ, ორიოდე წლის წინ სტალინის მსხვერპლთა შესახებ რომ გიამბობდით? არც მეორე დიდი დიქტატორის – ჰიტლერის – შესახებ ვსაუბრობთ იშვიათად (შეძლებისდაგვარად ყურადღებას მესამესაც ვაქცევთ. ისიც დანარჩენებივით მსოფლიოს მმართველობაზე აცხადებს პრეტენზიას), თუმცა მგონია, რომ ისტორიისთვის თვალის გადავლება არასდროსაა ზედმეტი. ახლაც ნაცისტური რეჟიმის სამ “ლიტერატურულ” მსხვერპლზე მინდა მოგითხროთ. მეტი
30 ოქტ 2015
by Kejeradze
in ბელორუსული, ლიტერატურა
ტეგები:თამარ კოტრიკაძე, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ომს არ აქვს ქალის სახე, სვეტლანა ალექსიევიჩი, უკანასკნელი მოწმეები
გახსოვთ, ცოტა ხნის წინ გერმანელებზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გმირები და უბრალოდ კარგი ადამიანები ორივე მხარეს იბრძოდნენ. ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერები იყვნენ… რატომ? ახლავე გიამბობთ…
ახლა 21-ე საუკუნეა. ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა და მონაწილეთა წასვლასთან ერთად ეს დიდი ტრაგედია ნელ-ნელა ხუნდება (ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ პირველი მსოფლიო ომი იშვიათადღა ახსენდება ვინმეს). ქალებსაც ჩვენი ქალური საზრუნავი გვაქვს და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ ჩვენი სქესის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ… ჩვენ ხომ სუსტ სქესს გვეძახიან და ამბობენ, რომ საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ვზრუნავთ… არადა, მაშინ (ერთეულები დღესაც არიან) არსებობდნენ ქალები, რომლებიც არაფრით ჩამორჩებოდნენ ჯარისკაცებს და მათსავით დამცავი ფერის სამოსში ჩაცმულნი საკუთარი ზურგით მიათრევდნენ მტერსა თუ მოყვარეს. ისინი ასრულებდნენ “მამაკაცურ სამუშაოს”, თმობდნენ ქმარ-შვილს და მიდიოდნენ სამშობლოს გადასარჩენად… მეტი
16 მარ 2015
by Kejeradze
in ლიტერატურა, პორტუგალიური
ტეგები:ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოგონებანი მონასტერზე, ნინო სილაგაძე, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ჟოზე სარამაგუ
პორტუგალია, მე-18 საუკუნე… ქვეყანაში ინკვიზიცია მეფობს. ომიდან დაბრუნებულ ცალხელა ბალთაზარს ბლიმუნდა უყვარდება, რომლის დედა ინკვიზიტორთა მოთხოვნით გადაასახლეს, თავად კი ადამიანების შინაგან სამყაროს ხედავს (პირდაპირი მნიშვნელობით). ბალთაზარი და ბლიმუნდა ერთმანეთს ისე ავსებენ, როგორც მზე და მთვარე (მათი ზედმეტსახელებიც ამაზე მეტყველებს), მაგრამ ჟუან V-ის პორტუგალიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის. მეფეს ხალხი მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, კერძოდ კი მაფრის მონასტრის ასაშენებლად სჭირდება და არა იმისთვის, რომ მათ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ – უყვარდეთ, იოცნებონ ბედნიერებაზე, გაფრენაზეც კი… პორტუგალიელებს ორი გზა აქვთ – მშენებლობა ან კოცონი…
P.S. გამოგიტყდებით და ეს ამბავი მძიმედ დავიწყე და ბევრჯერ გადავწყვიტე წიგნის გვერდზე გადადება, მაგრამ თითქოს განგებ სწორედ მაშინ ახერხებდა სარამაგუ ჩემს დაინტერესებას. დასასრულმა ყველა “მინუსი” გამოისყიდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მაგიური რეალიზმი (ჟოზე იუმორითა და რომანტიკული ეპიზოდებით რომ “აზავებს”) დიდ მოთმინებას მოითხოვს, თუმცა ბოლოს მკითხველს “ჯილდო” ელის 🙂
P.P.S. თუ დაინტერესდით, “ინტელექტს” მიმართეთ. ნობელიანტების სერიას სწორედ ეს გამომცემლობა გვთავაზობს.
23 თებ 2015
by Kejeradze
in ლიტერატურა, ჩინური
ტეგები:ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მო იენი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ღვინის ქვეყანა
სიმართლე გითხრათ, მო იენის შესახებ 2012 წლამდე არაფერი მსმენოდა. ამ ჩინელი მწერლის სახელი მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც ნობელის კომიტეტმა პრემია მიანიჭა და უწოდა “ის, ვინც ჰალუცინაციურ რეალობას აერთებს ხალხურ გადმოცემებთან, ისტორიას – თანამედროვეობასთან”. მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მისი წიგნის ხელში აღების სურვილი არ გამჩენია (ზოგადად პრემიები ჩემთვის არაფერს ნიშნავს). და აი ახლა “ღვინის ქვეყანა” გადავშალე…
…გადავშალე და ნამდვილ ჰალუცინაციაში ამოვყავი თავი. ბოლომდე ვერ გავრეკვიე, სად იყო
სიმართლე და სად გამონაგონი… ღვინის ქვეყანა ხომ მხოლოდ ჩინეთი არ არის. მისი გმირების “კუჭის მონობამდე” დაყვანილი ცხოვრება ნებისმიერ ადგილს შესანიშნავად ერგება და ბოლომდე ნამდვილიც არ არის… მოკლედ, ისეთი “არეული” გროტესკია, რომ თვით რაბლესაც კი შეშურდებოდა (მე თქვენ გეტყვით და მო იენი გვიადვილებს საქმეს. პირიქით, ბავშვების “მჭამელების” საქმის გამოსაძიებლად მივლინებული დინ გოუერის ამბავს არ გვაკმარებს და საკუთარ მიმოწერასაც ურთავს თითქოს და ასევე ჩართული მოთხრობების ავტორთან)… დასასრულიც შესაშური აქვს (რა თქმა უნდა, არ გეტყვით როგორი) – ზუსტად ისეთი ამ წიგნს რომ უნდა ჰქონოდა…
P.S. თუ წაკითხვა (ან იქნებ დალევა?) მოგინდებათ, ქართულ თარგმანს მარტივად მოიძიებთ. სულ ცოტა ხნის წინ “ინტელექტმა” ნობელიანტების სერიაში გამოსცა.
03 ნოე 2014
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:ანტისაბჭოთა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ზურა ოდილავაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ორპირი თბილისი სტოკჰოლმი
“ფარისევლობა – ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება!”-დავით (ჯორდანო) ვაშაკიძე
იმპერია ისევ ორსულადაა, მეთოჯინეებიც ისევ “ათამაშებენ” მარიონეტებს, თუმცა ნიუ-ბაბილონში მაინც არის ერთი სიახლე – დავით (ჯორდანო) ვაშაკიძემ ნობელის პრემია მიიღო და სტოკჰოლმში ისეთი სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, რომ ზემოთხსენებულ იმპერიას ლამის ნაადრევი მშობიარობა დაეწყო… თუმცა მანამდე აწ უკვე ნობელიანტმა ჯორდანომ გრძელი გზა განვლო…
ჯერ იყო და, როგორც იმპერიის შვილს ეკადრება, დათოც ჩაიძირა წამლისა და ალკოჰოლის მორევში და ლამის ამდენი “შრომით” დაღლილმა ღვიძლმა იმსხვერპლა. მშობლიურ ორპირში სასწაულებრივად მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს გზას შეუდგა, მაგრამ ისინი, ვინც ამ გზაზე უნდა გაძღოლოდნენ წინ, თავად სულ სხვა “რელსებზე” აღმოჩდნენ გადაბრძანებულნი (დეტალები თავად ნახეთ და უფრო საფუძვლიანად “ნიუ-ბაბილონელ მეთოჯინეებში” ჩაუღრმავდით). აწ უკვე ჯორდანოდ ქცეულმა ბატონმა ვაშაკიძემაც გააცნობიერა, რომ “ზეციურ მეუფეს ჩვენი თავისუფლების არ ეშინია, პირიქით, მასში ხედავს ჩვენს განვითარებას. მიწიერი ბელადისთვის კი ქვეშევრდომების თავისუფლება მომაკვდინებელია. ბრძანებელი ერთ არჩევანს უტოვებს მონას – უპირობო მორჩილებას. ამიტომ მონას მხოლოდ ერთი გამოსავალი, ერთი მიზანი და ნება აქვს – როგორმე თვით გახდეს მონათმფლობელი, ჩაგროს სხვა და, იმავდროულად, მას ფარისევლურად “მოყვასი” ეძახოს.” მეტი
03 ოქტ 2014
by Kejeradze
in ლიტერატურა, რუმინული
ტეგები:ანტისაბჭოთა, კომუნიზმი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, მწვანე ქლიავის მიწა, ნობელის პრემია ლიტერატურაში, სიესტა, სუნთქვის საქანელა, ფაშიზმი, ჰერტა მიულერი

რუმინული წარმოშობის გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი ფაშისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი მამისა და ეთნიკურად გერმანული წარმომავლობის გამო დეპორტირებული დედის შვილი გახლავთ. სწორედ დედისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანების (მათ შორის პოეტ ოსკარ პასტიორის) მოგონებებს წარმოადგენს “სუნთქვის საქანელა” – საბჭოთა ბანაკის ისტორია. მთავარი გმირი 17 წლის ლეო ე.წ. “ინტერნირებულთა ბანაკში” აღმოჩნდა, რეალურად კი – გულაგში. 5 წლის შემდეგ ის უკან დაბრუნდა, თუმცა ვეღარასდროს დაივიწყა სიცივითა და შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები, შიმშილის ანგელოზი, რომელიც მარად მხარზე ეჯდა, რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები, მძიმე შრომა, ზემდგომთა სისასტიკე… აწ უკვე მოხუც ლეოს ძველებურად აბეზრებდნენ თავს მოგონებები. ის რეალურად უკან არასდროს დაბრუნებულა. მისი სუნთქვის საქანელა საბჭოთა სისასტიკემ ჩაწყვიტა და მხოლოდ მისი მოსიარულე სხეული დააბრუნა რუმინეთში… მეტი
11 ივლ 2014
by Kejeradze
in ირანული, ლიტერატურა
ტეგები:აიათოლა ხომეინი, დიქტატურა, ინტელექტი, ირანი, ისლამი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ოქროს გალია, რელიგიური ექსტრემიზმი, სალომე ბენიძე, ფუნდამენტალიზმი, შირინ ებადი
შირინ ებადი ირანელი სამართალდამცველი და მწერალია (ნობელის პრემიის ლაურეატიც), ფარი – მისი უახლოესი მეგობარი. ფარის სამი ძმა ჰყავდა და ბედნიერად ცხოვრობდა დიდ სახლში, ისევე როგორც ჩვენ ვცხოვრობთ ოჯახებთან ერთად, მაგრამ ერთ “მშვენიერ” დღეს ერთმა ძმამ შაჰის სურათი დაკიდა კედელზე, მეორემ – კომუნისტი ლიდერების, მესამემ – აიათოლა ხომეინის. ამ სამმა დღემ ფარის სანიმუშო ოჯახი სამუდამოდ გაანადგურა. სამმა ძმამ სამი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ერთი ბედი ხვდათ წილად – ისინი ოქროს გალიაში გამოიკეტნენ, მოჩვენებით ბედნიერებას შეეფარნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ… მეტი
Previous Older Entries
ბოლო კომენტარები