ნორვეგიული ტყე

“…I once had a girl, or should I say, she once had me…” – The Beatles – “Norwegian Wood”

shop_product_image_1490291[1]გიფიქრიათ ოდესმე, თუ როგორი იქნებოდა ზრდასრული ჰოლდენ კოლფილდი? ალბათ ძალიან ბანალურ ამერიკელად იქცეოდა – შესამჩნევი ღიპით, მოსაწყენად სტაბილური ცხოვრებით და ტრივიალური ფიქრებით, რომლებსაც არაფერი ექნებოდათ საერთო იხვების გადაფრენასა და ჭვავის ყანასთან… თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჰოლდენის მსგავსი ადამიანები არასდროს იზრდებიან – ზოგჯერ პირდაპირი გაგებით, ზოგჯერ კი – გადატანითი მნიშვნელობით… ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ განწირულია იმისთვის, რომ არასდროს გაიზარდოს, ზოგი კი პირიქით – იზრდება და უყურებს, როგორ რჩებიან სხვები მარად ახალგაზრდებად. ასეთ ადამიანებზე გვიყვება ჰარუკი მურაკამიც – კაცი, რომლის წიგნებიც ერთდროულად არის თანამედროვეც და საოცრად “ძველ-იაპონურიც”… More

Advertisements