ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი გზა მიწიდან ცამდე

დოკუმენტურ პროზაზე რას ფიქრობთ? პირადად მე მხატვრულ ლიტერატურას ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა თემისა და ავტორის გათვალისწინებით კარგ “non-fiction”-ზეც არ ვამბობ უარს. ამიტომაც გადავწყვიტე ოთარ ჭილაძისა და მუხრან მაჭავარიანის ჩანაწერების წაკითხვა – ეს ორი ადამიანი ხომ განსაკუთრებით მიყვარს… More

აველუმი

“რაც შეეხება თავად “აველუმს”, შუმერული სიტყვაა და თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს.”

20511697აველუმი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქართველი (საბჭოთა) მწერალია… აველუმი ისე ცხოვრობს, როგორც ყველა – თბილისსა და მოსკოვს შორის “დაძრწის” (ერთგან ცოლი ელის, მეორეგან – “ცვალებადი” საყვარელი), თავისუფლების სურვილი შიგნიდან ხრავს, მაგრამ არ იმჩნევს. ასე ხომ უფრო ადვილია ცხოვრება… თუმცა არა, ასე არ არის. აველუმი სულ სხვანაირია… აველუმის ცხოვრება ერთი დიდი წამება მგონია, რადგან ის ვერასდროს გახდა ნამდვილი აველუმი (ანუ თავისუფალი და სრულუფლებიანი მოქალაქე)… 9 მარტიდან 9 აპრილამდე ის ცდილობდა სრულყოფილი (რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მაშინდელ ვითარებაში) ცხოვრების მოწყობას… 33 წელი ის ემალებოდა საკუთარ თავს, აგებდა “სიყვარულის იმპერიას” ბოროტების იმპერიაში, მაგრამ მის მიერ შეკოწიწებული “სახელმწიფო” უფრო მარტივად და სამარადჟამოდ დაინგრა, ვიდრე “წითელი სამეფო”… მელანია, ფრანსუაზა და სონია უფრო სწრაფად გაქრნენ მისი ცხოვრებიდან, ვიდრე რეპრესიების წლებში “გაჩუქებული” და, 9 მარტს დაღუპული ბიჭის აჩრდილი და 9 აპრილის დღეებში რუსთაველზე გამოსული ტანკები, ირგვლივ მოზუზუნე ტყვიები… აველუმმა ვერ გააღწია ბოროტების იმპერიიდან ვერც ფიზიკურად (არადა, ხომ შეეძლო ფრანსუაზასა და თავის უკანონო შვილთან დარჩენილიყო პარიზში და ვითომდა ეკაეკატერინეკატოს გამო არ დაბრუნებულიყო “სატუსაღოში”) და ვერც სულიერად… თუმცა რა გასაკვირია – ძალიან ბევრმა ვერ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, ძალიან ბევრმა მოუხუჭა თვალი სიმართლეს და სწორედ ეს გზა აირჩია საპროტესტოდ… ბევრმა კი დროშა აიღო ხელში, როგორც ეკაეკატერინეკატომ (და წიგნის ინგლისურენოვანი გამოცემის გარეკანზე გამოსახულმა ჩვენთვის ასე ცნობილმა ქალმა), ავტომატი გადაიკიდა მხარზე, ანთებული სანთლით ან ცეკვა-სიმღერით გამოვიდა ქუჩაში, მდუმარედ დაჯდა რუსთაველზე ან დაწვა კარავში… ბევრმა საერთოდ არაფერი (ვერაფერი) გააკეთა, ოთახის კუთხეში მიიყუჟა და ერთ წერტილს მიაშტერდა… ყველამ ის გააკეთა რაც შეეძლო… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს… ნამდვილი აველუმი, ნამდვილად თავისუფალი, სრულუფლებიანი მოქალაქე ხომ ჯერაც არ არსებობს… ბევრი ცდილობს აველუმობას, მაგრამ ბოლომდე არავის გამოსდის… მხოლოდ ცდილობს ჩვენი აველუმივით – უამრავ შეცდომას უშვებს (იშვიათად სწორ ნაბიჯსაც დგამს), მაგრამ მაინც იბრძვის – თავისებურად, უცნაურად, მაგრამ მაინც… More

სანამ მამალი იყივლებს…

“მარტის მამალი” “უცნაური” რომანია – როგორც კი წიგნს გადაშლით, მაშინვე “ორმაგ” დროში ამოყოფთ თავს – ერთის მხრივ მთავარი გმირის ნიკოსა თუ მის გარშემომყოფთა აწმყო-წარსულში, მეორეს მხრივ კი – ნიკოსავე ფანტაზიაში. ტყუილად ხომ არ არის ნიკო მარტის მამალი – ერთ თვეში დაკაცებული ბავშვი, რომელმაც თვალსაჩინოდ დაგვიდასტურა ავტორის სიტყვები, რომ “წლების რაოდენობით კი არ განისაზღვრება, თურმე, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ – რამდენი გახსოვს, კარგიც და ცუდიც”… More

ჭილაძე და ქარჩხაძე

385

ოთარ ჭილაძის “რკინის თეატრი” – ცხოვრება რომ თეატრია, ეს ჯერ კიდევ საუკუნეების წინ თქვა დიდმა პიროვნებამ… კიდევ ერთმა დიდმა პიროვნებამ კი “წარმოდგენა” ბათუმის თეატრის სცენაზე გაათამაშა. თეატრი რკინისაა – ცვლილებებს ძნელად თუ დაექვემდებარება… “მყარია” ფონიც – რუსეთის იმპერია ისე ერწყმის კომუნისტურს და ქვეყანა – ოჯახს, რომ ზღვარი იშლება. ანექსირებული ქვეყანა უფსკრულშია ჩაძირული და ჯერ “ხანჯლებით მოცეკვავე” ყაზბეგს სწირავს, შემდეგ – ილიას. ცენზურას და პოლიციას არ სძინავთ. სამაგიეროდ სძინავს ხალხს… სძინავს ნიღბების მიღმა, რომლებიც მყარად “ასწებებიათ” სახეზე და ვეღარ “იდღლიზავენ”… თუ პროტესტის ნიშნად დააპირებენ, დაიღუპებიან… თუმცა ნიღბებს მიღმაც იღუპებიან… იღუპებიან, როგორც ბერძნული ან შექსპირის ტრაგედიების გმირები სცენაზე… More