რეიჩელი

ვინ არის რეიჩელ ეშლი? ცივსისხლიანი მკვლელი თუ უსამართლობის მსხვერპლი? გაინტერესებთ პასუხი ამ კითხვაზე? მაშინ დაფნა დიუ მორიეს უნდა მიმართოთ. რებეკას შემდეგ მან შექმნა კიდევ ერთი იდუმალი ქალი, რომელიც ბოლომდე ამოუცნობი რჩება. ბოლო გვერდამდე (იქნებ მერეც) ვერაფრით მიხვდებით გაიმეტა თუ არა იტალიელი დიდგვაროვნის ქვრივმა თავისი მეორე ქმარი… ან იქნებ ეს მხოლოდ მისი გარდაცვლილი მეუღლის ბიძაშვილისა და მემკვიდრის ფანტაზიის ნაყოფია? ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად რთულია – ჯერ იმიტომ, რომ მთხრობელი თავად მისტერ ეშლია (ანუ ერთი მხრიდან ვხედავთ მოვლენებს)… თან მდიდარი მიწათმფლობელის მოულოდნელი სიკვდილი თავისთავად იწვევს ეჭვებს – მისი მემკვიდრეობა ხომ ასეთი სასურველია… More

Advertisements