ტელევიზორს თუ ხშირად უყურებთ (ან თუნდაც იშვიათად), შეამჩნევდით, რომ ჩვენში ასე პოპულარული სერიალები სამხრეთ ამერიკიდან თურქულმა და ინდურმა ტელენოველებმა ჩაანაცვლა. მე თუ მკითხავთ, ამ ცვლილებას სასიკეთო არაფერი მოუტანია – პირიქით, დაბალი ხარისხის ხელოვნებას (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) კიდევ უფრო შევეჩვიეთ… არადა, ორივე ქვეყანა საოცრად საინტერესო ისტორიისა და კულტურის პატრონია (ზემოთხსენებული სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მსგავსად). ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ მათ ლიტერატურას გაეცნობით. მეტი
ორი ამბავი თურქეთიდან
15 სექ 2017 დატოვე კომენტარი
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:72-ე საკანი, თურქეთი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მწვანე ღამე, ორჰან ქემალი, რეშად ნური გიუნთექინი
შემოდგომა თურქეთში
25 ნოე 2013 10 Comments
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:ახალი ცხოვრება, დაღი, ელიფ შაფაქი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორჰან ფამუქი, ორჰან ქემალი, პალიტრა L, რეშად ნური გიუნთექინი, სიყვარულის ორმოცი წესი, უცხო ქალი
ორჰან ფამუქის “ახალი ცხოვრება” – ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივმა თურქმა სტუდენტმა წიგნი წაიკითხა და ამ წიგნმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ამ დღიდან ის გზას დაადგა – უმისამართოდ, უმიზნოდ… გადადიოდა ავტობუსიდან ავტობუსში, გზაში უყურებდა ფილმებს და მიდიოდა ახალი ცხოვრებისკენ… მისი წარსული და მომავალი ისევე განადგურდა, როგორც ამ წიგნის ყველა მკითხველის… ახალი ცხოვრების ნაცვლად კი უცნაურ სიყვარულს და უცნაურ შეთქმულებას გადააწყდა… არარეალურ სამყაროშიც კი ყველაფერი ოცნებას არ ჰგავს და ახალი სიცოცხლეც ძალიან გვიან მოდის. მით უფრო, თურქეთში – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე… მეტი
ბოლო კომენტარები