ჯერ კიდევ ელისი

ცოტა ხნის წინ ლავკრაფტის საშინელებებზე მოგიყევით და გითხარით, რომ “ლიტერატურული” და “კინო” შიშები ჩემთვის უცხო არ არის, თუმცა ყველაზე დიდ შიშს ზებუნებრივი არსებები სულაც არ იწვევენ. ბევრად უფრო საშიში ლიზა ჯენოვას “ჯერ კიდევ ელისია”. რატომ? ახლავე გიამბობთ…

ალცჰაიმერზე არასდროს მიფიქრია, რადგანstill-alice-geo-cover ოჯახში ასეთი დაავადება არავის ჰქონია. თუმცა ვინ იცის, რა იქნება მომავალში – ხომ შეიძლება ეს პირველად მოხდეს? სწორედ ამიტომ შემეშინდა, როცა ელისის ამბავი წავიკითხე (ჯერ ვნახე). ის ხომ ყოველმხრივ წარმატებული ახალგაზრდა ქალი გახლდათ (სულ რაღაც 50 წლის) – კარგი ოჯახით და სამსახურით… და უცებ რაღაც დაავიწყდა… ასეთი რამ ვის არ მოსვლია, მაგრამ სახლთან ახლოს დაკარგვა, ბლექბერის მაცივარში შედება, საკუთარი ქმრისა და შვილების დავიწყება, დროში დეზორიენტაცია საგანგაშოა და უფრო მეტიც – ეს ნაადრევი ალცჰაიმერია…  და მეც შემეშინდა, რომ ერთ დღეს შეიძლება საკუთარ სახლში სააბაზანოს ვერ მივაგნო ან სულაც სხვის სახლში მოვხვდე… შემეშინდა, რომ შეიძლება ელისივით ძლიერი არ აღმოვჩნდე და ბოლომდე ვერ ვებრძოლო დაავადებას, რომელიც ბოლოს აუცილებლად დამამარცხებს… შეიძლება არც ელისის მსგავსი ოჯახი მყავდეს – მისი ქმარ-შვილი ხომ მასთან ერთად ცდილობდა დასასრულის გადავადებას… უმწეობაზე უარესი არაფერია – პირადად მე მირჩევნია ქთულჰუს ან სხვა საშინელებას ვემსხვერპლო, ვიდრე ალცჰაიმერით ვიცხოვრო… ეს განაჩენია – სასიკვდილო განაჩენზე ბევრად უფრო მძიმე განაჩენი…

P.S. თუ ეს წიგნი არ წაგიკითავთ ან ფილმი  არ გინახავთ, აუცილებლაც მოიძიეთ. ძალიან დიდ ემოციას მიიღებთ.

მოხუცების ადგილი აქ არ არის

10703773_10152384084104211_4425943154883198183_nალბათ ხშირად გსმენიათ, როგორ ოცნებობენ თქვენი ახლობლები ფულით სავსე კეისის პოვნაზე. შეიძლება თქვენც გიოცნებიათ. აი, მე კი – არა. კორმაკ მაკარტიმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მართალი ვარ…

ვიეტნამის ომის ვეტერანი ლუელინ მოსი შემთხვევით გადააწყდა ბანდიტური გარჩევის შედეგად მოკლულთა გვამებს და კეისს, რომელშიც არც მეტი და არც ნაკლები, ორი მილიონი გახლდათ (ცოტა მეტიც)… და ის არ მოიქცა ისე, როგორც მე მოვიქცეოდი – ფული შერიფ ბელს არ გადასცა და მიმალვა გადაწყვიტა… მაგრამ სად გინდა დაიმალო, როდესაც ნარკოდილერები ფეხდაფეხ მოგსდევენ… თუმცა ეს ყველაზე მცირედი უბედურება გახლდათ – მოსს თავად ჩიგური დაედევნა – კილერი, რომელიც არავინ იცის, ადამიანია თუ დემონი (ხავიერ ბარდემის სახე კი აქვს, მაგრამ ვინ იცის…)… More