ბულგაკოვის საიდუმლო

მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატს და მარგარიტას” ალბათ ყველა ბიბლიოფილი იცნობს, მაგრამ ბოლომდე მისი საიდუმლო ვერავინ ამოხსნა. რა თქმა უნდა, ამას ვერც ამ მორიგი რიგგარეშე პოსტით შევძლებთ, თუმცა კიდევ ერთხელ თუ გავიხსენებთ ამ ამოუცნობ ნაწარმოებს, არაფერი დაშავდება. ამჯერად მას  მხოლოდ ანტისაბჭოთა კუთხით მივუდგებით.

ჟანრობრივად “ოსტატი და მარგარიტა” რთული დასახასიათებელია. ის შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც მისტიკას, ასევე სატირას, ფარსს, ფანტასტიკას, მელოდრამას ან სულაც ფილოსოფიას. მათი მოსაზრების სასარგებლოდ კი, ვინც ამ ნაწარმოებში პოლიტიკურ ქვეტექსტებს ხედავს, არაერთი ფაქტი მეტყველებს. ვოლანდი, ანუ სატანა ზუსტად იმ დროს აღმოჩნდება მოსკოვში, როცა ღმერთის აღარავის სწამს. ოსტატიც სწორედ ასეთ დროს წერს რომანს იეშუაზე და ცენზორების მიერ უარყოფილი საგიჟეთში ხვდება. ნაწარმოების გმირები კი ყველა იმ “სენით” არიან შეპყრობილნი, რაც 30-იან წლებში იყო გავრცელებული (მექრთამეობა, ლოთობა, სიხარბე,…). “ცუდი ბინიდან” ხალხის გაქრობაც საეჭვოდ ჰგავს რეპრესიებს. თან ბულგაკოვი “ძაღლის გულშიც” “შემჩნეული” იყო პოლიტიკურ სატირაში. More

Advertisements