ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი მილან კუნდერა ყოველთვის ჩეხეთსა და ტრფობაზე წერს და რა გასაკვირია, თუ თავისი მეორე (პირველზე ოდნავ ქვემოთ) პროზაული ნაწარმოები, უფრო სწორად კი, ნოველების კრებული, სწორედ ასე დაასათაურა – “სალაღობო ტრფობანი”. ეს წიგნი 7 ნოველას აერთიანებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, “მამაკაცური” სიყვარული (ამ გრძნობას სწორედაც რომ ქართული თარგმანი შეეფერება). შვიდივე გმირი ნამდვილ დონ ჟუანად მიიჩნევს თავს და ერთი შეხედვით კომიკურ სასიყვარულო ისტორიაში ებმება, თუმცაღა, მე თუ მკითხავთ, სასაცილო აქ ბევრი არაფერია. “სალაღობო ტრფობანი” ერთი დიდი ტრაგედიაა – მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ჩეხების ტრაგედია, რომლებსაც სიყვარული “ნადირობაში” არევიათ და ტრაგიკულ გარემოს ცინიზმით ებრძვიან, თუმცა ამით შვებას კი არა, უარეს სევდას გრძნობენ და ჩვენც გვიზიარებენ… მეტი
კუნდერას ჩეხეთი
09 მაისი 2014 6 Comments
in ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:დიოგენე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილან კუნდერა, პაატა ჯავახიშვილი, სალაღობო ტრფობანი, სიცილისა და დავიწყების წიგნი, უკვდავება, ჩეხეთი, ხუმრობა
ჯულიანი, ბორისი და აბო – სამი ამბავი “დიოგენესგან”
05 მაისი 2014 12 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა, ფრანგული, ქართული ტეგები:აბო იაშაღაშვილი, ბორის ვიანი, გულსაგლეჯი, დასასრულის განცდა, დიოგენე, ზაზა ჭილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ოსმალური მარში, პაატა ჯავახიშვილი, ჯულიან ბარნსი
ჯულიან ბარნსი ჩვენი ძველი ნაცნობია. მისი “ფლობერის თუთიყუში” ალბათ წაგიკითხავთ ან მასზე გსმენიათ მაინც. “დასასრულის განცდა” კი სულ სხვანაირი წიგნია (ჩემი მოკრძალებული აზრით, უკეთესი). ეს არის ამბავი დროზე, რომელიც სულ იცვლება და ცხოვრებასაც ცვლის. ტონი უებსტერის მსგავსად, შეიძლება გვეგონოს, რომ წარსული აღარასდროს დაბრუნდება და ოდესღაც საუკეთესო მეგობრები ან ყოფილი შეყვარებული სამუდამოდ წავიდნენ, მაგრამ დრო თავისას მაინც გააკეთებს. დასასრულის განცდა მაინც მოვა და ორმოცი წლის შემდეგაც მოახერხებს ყველაფრის თავდაყირა დაყენებას. სიმართლე არ დაიმალება და ერთი უბრალო წერილიდან შოკისმომგვრელი რეალობა “ამოხტება”… მეტი
ბოლო კომენტარები