სიზმართმჭერი

უცხოპლანატელების მიერ დედამიწის დაპყრობაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? და რამდენი ფილმი გინახავთ? ალბათ უამრავი. ეს თემა უკვე ერთგვარად გაცვეთილიც კია… მხოლოდ სტივენ კინგი თუ მოახერხებს იმას, რომ კიდევ ერთხელ “შეგვითრიოს” ასეთ სამყაროში -უფრო სწორად, სამყაროთა შორის გამართულ ომში… More

Advertisements

კიდევ ერთი ჭილაძე

ოთარ ჭილაძეს ყველა იცნობს, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ხშირად ვკითხულობთ ზაზა ჭილაძის თარგმანებსაც, თუმცა თამაზ ჭილაძე თითქოს ყურადღების მიღმა გვრჩება. მასზე ისე ხშირად არ ვსაუბრობთ, როგორც მის ძმაზე. რა თქმა უნდა, მათი შედარება არ შეიძლება, რადგან ორივეს თავისი ინდივიდუალური სტილი აქვს და რომელს მივანიჭებთ უპირატესობას, მთლიანად ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდეული, თუმცა ერთი რამ ცალსახაა – ძმები ჭილაძეები მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენლები არიან! ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც წავიკითხე “აჰა, მიიწურა ზამთარი”, “კაქტუსის ბაღი” და “ბრეიგელის მთვარე”… More

შვედური ნოველა

სკანდინავიური (და ზოგადად ნორდიკული) ლიტერატურა რომ განსაკუთრებულია, ეს დადგენილი ფაქტია. ამას ბიბლიოფილთა უმეტესობა ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობაში ხვდება – როდესაც ასტრიდ ლინდგრენის გენიალურ (ამ შემთხვევაში ამ სიტყვის გამოყენებას არ მოვერიდები) შემოქმედებას ეცნობა. შემდეგ კი გრძელდება… გრძელდება მოგზაურობა სკანდინავიაში… More

სამი ქართული ამბავი

“მე უკვდავებისათვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე” – წარწერა აჰმედ მელაშვილის საფლავზე

17795922_1498740113477888_912654358826271059_n

გსმენიათ აჰმედ მელაშვილის, დავით არსენიშვილისა და აკაკი ჭანტურიას სახელები? პირადად მე მათზე არაფერი ვიცოდი, სანამ გიორგი კალანდიას წიგნის შესახებ შევიტყობდი. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ისევე როგორც ყველა, კარგად ვიცნობ და ვაფასებ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე “პალიტრა L”-ს მიერ შემოთავაზებული გამოცემის წაკითხვა. More

ქართული პროზის მივიწყებული საგანძური

ქართულ ლიტერატურას ასე თუ ისე ყველა კარგად იცნობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ერთ-ერთი აუცილებელი საგანია და იძულებით ვსწავლობთ, ვკითხულობთ “სპეციალისტების” მიერ განსაზღვრულ პროგრამას და, როგორც წესი, ვერ ვიგებთ, ვერ ვიყვარებთ მწერლებს, რომლებმაც რეალურად გენიალური ნაწარმოებები დაგვიტოვეს (მათდამი პატივისცემა უკვე მერე – ზრდასრულ ასაკში – “მოდის”). ისეთი ავტორები კი, რომლებიც ვერ მოხვდნენ “რჩეულთა” შორის, საერთოდაც ყურადღების მიღმა გვრჩებიან. სწორედ ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად რამდენიმე წლის წინ “პალიტრა L”-მა სერია “ქართული პროზის საგანძური” შემოგვთავაზა, რომელშიც ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილი და ასევე ოდნავ მივიწყებული ქართველი პროზაიკოსები გააერთიანა. More

სტუმარი

თარხუჯი ჩამოსულა თბილისში! წლების შემდეგ ახლა უკვე სტუმრად სწვევია მშობლიურ ქალაქს და ნაცნობ ქუჩებში ხეტიალისას წარსულს იხსენებს… მასთან ერთად ჩვენს თვალწინაც კადრებივით ჩაივლიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები… მათთან ურთიერთობის ეპიზოდები კი ერთ რამეზე გვაფიქრებს – ჩვენც სტუმრები ვართ საკუთარ ქალაქში, ქვეყანაში, სამყაროში… ამქვეყნად სტუმრად მოვსულვართ და ერთადერთი მიზანი გვამოძრავებს – როგორმე სიმშვიდე მოვიპოვოთ… მაგრამ არის კი ეს შესაძლებელი? ალბათ არა. ბედისწერა გვართმევს საყვარელ ადამიანებს, ოცნებებს, იმედს და ამით სამუდამოდ გვაკარგინებს სიმშვიდეს… გვისპობს მისკენ მიმავალ გზას და ჩვენც თარხუჯივით ერთ დღეზე მეტს ვერ ვძლებთ სტუმრად ამ დეგრადირებულ, თუმცა კი მაინც საყვარელ გარემოში… ისევ იქით მიგვიწევს გული, სადაც ნაკლები მანკიერება, ტკივილი და მარტოობაა… სადაც მეტ-ნაკლები სიმშვიდეა… More

ყველაზე ცისფერი თვალი

რასიზმზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? და სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე? ალბათ ძალიან ბევრი… თუმცა იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ მრავალმხრივ წიგნს, როგორიც ტონი მორისონის “ყველაზე ცისფერი თვალია”. More

მის მარპლი პადინგტონის სადგურზე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პადინგტონის სადგურზე! ფიქრობთ, რომ წინ ჩვეულებრივი მგზავრობა გელით? ნურას უკაცრავად! თქვენ ხომ მოხუც ქალბატონთან ერთად იმგზავრებთ და მკვლელობას საკუთარი თვალით ნახავთ… თუმცა შეიძლება ყველაფერი აქ დასრულებულიყო, რომ არა ერთი ფაქტი – ზემოთხსენებული ქალბატონი მის მარპლის მეგობარი გახლავთ! More

კიდევ ერთი გოგო ბრონტეს გვარიდან

დები ბრონტეების გვარის გაგონებისას ალბათ პირველ რიგში შარლოტა და მისი “ჯეინ ეარი” გახსენდებათ, შემდეგ – ემილი და “ქარიშხლიანი უღელტეხილი” (პირადად მე სწორედ ემილი მიმაჩნია გამორჩეულად და ვფიქრობ, რომ მისი უდროო გარდაცვალებით ბრიტანულმა მწერლობამ დიდი დანაკლისი განიცადა). ენ ბრონტე კი ნაკლებად ცნობილია და მისი ორ რომანს იშვიათად იხსენებენ. აქამდე მას არც მე “შევხვედრივარ”, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი და მას შემდეგ, რაც ბიოგრაფიული ფილმი ვნახე, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გამეცნო კიდევ ერთი გოგო ბრონტეს გვარიდან. More

სასტუმროში ჰეილისთან ერთად

გახსოვთ, შარშან არტურ ჰეილის წიგნზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ ეს ჩემი და მისტერ არტურის პირველი შეხვედრა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებდი. მისმა საფირმო სტილმა ისე მომხიბლა, რომ სასწრაფოდ მოვიძიე სხვა ნაწარმოებებიც და ახლა მეორე ცნობილ წიგნზე მინდა გიამბოთ. More

Previous Older Entries