“აუცილებელი” წიგნები რომ არ არსებობს, ამ მოსაზრებას ვეთანხმები და მეტიც – ყოველთვის აქტიურად ვიცავ, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი – საბჭოთა ისტორიის თემაზე დაწერილი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებები! მართალია, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ დაიპყრეს და ის ყოველთვის ახერხებდა გათავისუფლებას, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ყველაზე მძიმე რამ – მენტალური გადაგვარება – დაგვიტოვა მემკვიდრეობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია ოკუპაციის წლების გაანალიზება (პირველ რიგში – ლიტერატურის “გავლით”) და სათანადო დასკვნების გამოტანა. მერე რა, თუ სახელმძღვანელოებში თითქოს ამოგლეჯილია ისტორიის ეს ნაწილი და ავტორები მხოლოდ გაკვრით ეხებიან ერეკლე II-ის მეფობის შემდგომ ამბებს… ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ სანამ ამ საქმით დაკავებული ადამიანები საბჭოთა ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გააცნობიერებენ (იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება), დამოუკიდებლად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. მეტი
სტალინური კულტура
09 ივნ 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აზრი, აკაკი ვასაძე, ანტისაბჭოთა, ბაში-აჩუკი, გიორგი ლეონიძე, გიორგი სააკაძე, დავით კაკაბაძე, დიდი ტერორი, დიმიტრი შევარდნაძე, ვეფხისტყაოსანი, თამარ ბელქანია, კონსტანტინე გამსახურდია, ლადო გუდიაშვილი, ლავრენტი ბერია, ლენინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია წყნეთელი, მამლუქი, მიხაი ზიჩი, მიხეილ ჭიაურელი, მიხეილ ჯავახიშვილი, მხატვრობა, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი, პეტრე ოცხელი, სანდრო ახმეტელი, სერგო ქობულაძე, სტალინი, სტალინიზმი, სტალინური კულტურა, ტიციან ტაბიძე, შალვა ნუცუბიძე, შოთა რუსთაველი, ჰერალდიკა
ელენე დარიანის დღიურები
09 იან 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აღმოსავლეთით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ელენე დარიანი, თამთა მელაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პაოლო იაშვილი
“…საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს…” – ელენე დარიანი
რას ფიქრობთ ელენე დარიანის პოეზიაზე? თქვენ შეიძლება მოგწონდეთ მისი ლექსები ან არა, ფიქრობდეთ რომ ე.წ. დარიანული ციკლის ლექსები პაოლო იაშვილის კალამს ეკუთვნის ან სხვათა ავტორობის ვერსიას ემხრობოდეთ… თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თუ გადაშლით თამთა მელაშვილის წიგნს “აღმოსავლეთით”, არ ინანებთ. მეტი
37-მდე…
28 ნოე 2016 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ანტისაბჭოთა, არტანუჯი, ბორის პასტერნაკი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნინო ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, უბის წიგნაკებიდან
“რომ მკითხონ სიკვდილით დასჯა თუ სამშობლოდან განდევნაო, ისევ პირველი მირჩევნია.” – მიხეილ ჯავახიშვილი
1937 წელი… ეს ის თარიღია, რომელიც 1921 (“წითელი” ოკუპაციის) და 1924 (ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების) წლებთან ერთად სისხლის ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში (ძალიან სამწუხაროა, რომ ისტორიის სწავლებისას საბჭოთა ეპოქა მხოლოდ მოკლედ და მშრალად განიხილება. არადა, მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე საგნადაც უნდა იყოს გამოყოფილი). დიდი ტერორის თემით დაინტერესებულებს მოგეხსენებათ, რომ რეპრესიები ამ წელს არც დაწყებულა და არც დასრულებულა, თუმცა ჩვენთვის პოლიტიკურ დევნასთან ასოცირდება. ალბათ იმიტომ, რომ 1937 წელი უამრავი ჩვენთვის საყვარელი ადამიანის (მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და სხვების) ამქვეყნიდან წასვლის თარიღი გახდა… მეტი
მწერალი და თვითმკვლელობა
19 სექ 2014 2 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, გალაკტიონ ტაბიძე, გრიგოლ ჩხარტიშვილი, დოსტოევსკი, ერნესტ ჰემინგუეი, თამარ კოტრიკაძე, იაპონია, ინტელექტი, კავაბატა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიშიმა, მწერალი და თვითმკვლელობა, პაოლო იაშვილი, რიუნოსკე აკუტაგავა, რომენ გარი
პირველ ადგილზე დგას „მწერალი”, „თვითმკვლელობა” კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი, „ზნეობრივი სფეროს ეს აუხსნელი ფენომენი” (კარამზინი).
წიგნის შესავალში აკუნინი წერს, რომ ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც თვითმკვლელობაზე ერთხელ მაინც უფიქრია. მე ასეთი ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები (ზოგადად თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს ალბათ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდანაც გამომდინარეობს), თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “მწერალი და თვითმკვლელობა” ძალიან საინტერესოდ მეჩვენა (“სასაფლაოს ამბებისა” არ იყოს). გრიგოლ ჩხარტიშვილი, როგორც ყოველთვის, უღრმავდება პრობლემას და, მიუხედავად არც თუ სასიამოვნო თემატიკისა, მაინც სახალისო საკითხავს გვთავაზობს. მეტი
ბოლო კომენტარები