იაპონური პალატა №6

12977244_550222305158415_8035380649104247321_oიაპონიაში ორი უცნაური ადამიანი ცხოვრობს. კავაშიმა ყინულის სამტვრევით “ებრძვის” საკუთარ დანგრეულ ფსიქიკას, ჩიაკის კი უფრო უცნაური იარაღი შეურჩევია – პირსინგი. ერთი შეხედვით, კავაშიმა სამაგალითო მეოჯახე და საკუთარი საქმის პროფესიოანალია, ჩიაკის პროფესია მთლად “ჩვეულებრივი” არ არის, თუმცა მეძავობაში “საშინელი” არაფერია. საშინელებები მოგვიანებით იწყება – კავაშიმასა და ჩიაკის შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ… უფრო სწორად, ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო – კავაშიმასა და ჩიაკის ბავშვობაში. დედის ცემას მიჩვეულმა და შემდეგ ობოლთა თავშესაფარში გამომწყვდეულმა კავაშიმამ საკუთარი წვრილ ნატეხებად ქცეული ფსიქიკა ვეღარ ააწყო – მოსიყვარულე ცოლისა და შვილის გვერდითაც კი. ვერც მოძალადე მამის მსხვერპლად ქცეულმა ჩიაკიმ შეძლო “გახვრეტილი” სულის გამთელება და ამ ორი ადამიანის შეხვედრა იაპონურ პალატა №6-ად იქცა – ჩაკეტილ სივრცედ, სადაც ორი გაუწონასწორებელი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს (რომელიც ძალადობამ დაანგრია) გადარჩენას ცდილობს და ამ მცდელობაში (რომელიც შესაძლოა სისხლისღვრად გადაიქცეს) ჩვენც გვითრევს. ჩვენც პალატა №6-ში ვართ! ჩვენც გვეწყება ძვრები ფსიქიკაში! More