ერასტ ფანდორინის დაბრუნება

akunin_b_planeta_vodaერასტ ფანდორინი დაბრუნდა! მას შემდეგ, რაც ის უკანასკნელად ვნახე, ორმა წელმა განვლო და ეს ფრიად მიმზიდველი გამომძიებელი უკვე გვარიანად მომენატრა… თან “ნეფრიტის კრიალოსანი” იმდენად საინტერესო გახლდათ, რომ სამ დეტექტივად დაყოფილი წიგნი რომ დავინახე, უკანმოუხედავად “გავქანდი” აკუნინის შემოთავაზებულ მოგზაურობაში…

წარმოგიდგენიათ ერასტ პეტროვიჩი კაპიტანი ნემოს როლში (რა დამთხვევაა – სულ ცოტა ხნის წინ წაკითხულ წიგნშიც ფიგურირებს ჟიულ ვერნის ეს გმირი)? დიახ, “პლანეტა წყალში” ის წყალქვეშა ნავში ბინადრობს და ჩვენს საყვარელ მასასა და ახალ თანაშემწესთან ერთად დიდი ხნის წინ ჩაძირულ სიმდიდრეს ეძებს… მაგრამ ხომ იცით, რომ ერასტს სიმშვიდე არასდროს ეღირსება და უეჭველად ხიფათში უნდა გაებას. ახლაც ინგლისელი პოლიციელების, გერმანელი სამხედროებისა და სისხლისმსმელი მანიაკის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა… ან იქნებ სულ სხვა ვიღაცის… მგონია, რომ ეს ამ კრებულის №2 დეტექტივია და საქმე თავად უნდა “გახსნათ”, ამიტომ სიმართლეს არ გაგიმხელთ. ნახეთ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ნაპოლეონ ბონაპარტს და როგორი სიყვარული შეუძლია თითქოს უგულო ერასტს 🙂 More

Advertisements