გიფიქრიათ ოდესმე როგორ წავიდოდა თქვენი ცხოვრება “ეს” კი არა, “ის” გზა რომ აგერჩიათ? ან რაიმე “ასე” კი არა, “ისე” რომ მომხდარიყო? ალბათ დიახ. ამაზე ხომ ბავშვობიდან ვფიქრობთ – აკი ზღაპრის გმირები ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე “მარჯვნივ” წავიდნენ, “მარცხნივ” თუ პირდაპირ… აი პოლ ოსტერმა, უფრო სწორად, არჩი ფერგიუსონმა, მთელი წიგნი მოუძღვნა ცხოვრების 4 შესაძლო განვითარებას… მეტი
4 3 2 1 ფერგიუსონი
03 მარ 2020 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:4 3 2 1, ელისო ფანცხავა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პოლ ოსტერი, უკვდავი ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
მეორე მხარე
09 ივნ 2014 2 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აგვისტოს ნათელი, აგოტა კრისტოფი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გიუნტერ გრასი, კლასობანა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარი ბექაური, მეორე მხარე, მილან კუნდერა, ნიუ-იორკული ტრილოგია, პოლ ოსტერი, ტრილოგია, უილიამ ფოლკნერი, შეუცნობელი, ხულიო კორტასარი
“მე ვყვები ჩემს ამბავს და ჩემი ამბავი გრძელდება ასე”
გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ძალიან სახალისო წიგნზე – “ბებია, რეი და ამერიკა” – რომ ვისაუბრეთ (მე თუ მკითხავთ, მარტო ბებია ღირდა ერთ წიგნად)? ახლა კი მარი ბექაურის მეორე და სრულიად განსხვავებულ რომანზე მინდა გიამბოთ.
გოგონა ფსიქოლოგთან დადის და ყოველ სეანსზე, ყოველ ღამე, ყოველ წამს თავიდან ჩადის ექვს საფეხურს სარდაფისკენ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო… ის ექვსჯერ იგონებს ამბავს, ექვსჯერ შედის ექვსი მწერლის წიგნში (კორტასარი, ფოლკნერი, გრასი, კუნდერა, ოსტერი, კრისტოფი) და ექვსჯერ ხდება ძალადობის მსხვერპლი. ის ექვსჯერ აღადგენს საკუთარი გაუპატიურების სცენას და ყვება ამბებს მეორე მხრიდან, მხრიდან, რომელიც მკვდარია… ის ისევე “ცხოვრობს მწერლის გამოგონილ ამბავში, როგორც საკუთარ ამბავში” და ბოლოს ზღვარიც კი ეშლება… ვეღარ გაიგებთ ვინ არის ის – პერსონაჟი “კლასობანადან”, “აგვისტოს ნათელიდან”, “კიბორჩხალას ნაბიჯით”-დან, “შეუცნობელიდან”, “ნიუ-იორკული ტრილოგიიდან” თუ “ტრილოგიიდან”. ის ამ წიგნების არც ერთ გმირს ჰგავს და ამავე დროს ყველაა… წიგნის გმირები ხომ დამოუკიდებლად ცხოვრობენ ხოლმე და გოგონაც წიგნის გმირია – ნამდვილი და გამოგონილი ერთდროულად…
მეტი
ზაფხულის ოთხი მოგზაურობა (ნაწილი I)
10 აგვისტო 2013 15 Comments
in ავსტრალიური, ამერიკული, გერმანული, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:დემიანი, კვირინჩხის ბუჩქში მომღერალნი, კოლინ მაკალოუ, ლანსაროტე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიშელ უელბეკი, ნიუ-იორკული ტრილოგია, პოლ ოსტერი, ჰერმან ჰესე
კოლინ მაკალოუს “კვირინჩხის ბუჩქში მომღერალნი” – არსებობს ლეგენდა ჩიტზე, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მღერის. ის თავის ბუდეს ტოვებს, ეძებს კვირინჩხის ბუჩქს, მის ეკლებზე ეცემა და სიმღერით კვდება. ასე არც ერთი ფრინველი მღერის იმიტომ, რომ ყველაფერი საუკეთესო ტანჯვის გზით იბადება… კლირების ოჯახის სამმა თაობამაც ტანჯვის გზა განვლო, განსაკუთრებით კი მეგიმ, რომელმაც პადრე რალფის შეყვარებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ჩემთვის ისინი განსაკუთრებით საინტერესონი აღმოჩდნენ, თუმცა კოლინ მაკალოუმ სხვა “მომღერალნიც” არ დაივიწყა და ჩვენც თითქოს მათთან ერთად გადაგვისროლა ცხელი ავსტრალიის მიწაზე. ამ მასშტაბური ოჯახური საგის კითხვისას დროებით ჩვენც კლირები გავხდით და ჯერ ფიასა და პედისთან ერთად ცხრა შვილი გავზარდეთ, შემდეგ კი თითოეული მათგანის ბედიც გავიზიარეთ… სამწუხაროა, რომ ჩვენთან ეს ოჯახი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს (თარგმანიც კი არ გვაქვს). არადა, ფორსაიტების, ბუდენბროკების ან იშიქჩიების ოჯახებზე ნაკლებად საინტერესო (თუ მეტად არა) ისტორია არ აქვთ… მეტი
ბოლო კომენტარები