ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ზოგიერთი პერსონაჟი იდეალური მამაკაცის წარმოსახვით სახესთან ძალიან ახლოსაა. რა თქმა უნდა, ესეც, როგორც სხვა ყველაფერი, გემოვნების ამბავია – ზოგი მისტერ დარსიზეა “შეყვარებული”, ზოგს გრაფი მონტე-კრისტო იზიდავს, ზოგს – ატიკუს ფინჩი… ვინ მოსთვლის რამდენი საინტერესო გმირია ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში… თუმცა მე თუ მკითხავთ, ჭეშმარიტად საოცნებო მამაკაცი იანია – შვედი გლეხი, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა. ის არც გარეგნულადაა ისეთი, როგორზეც ტრადიციულად ვოცნებობთ ხოლმე, არც განათლებულია და არც მდიდარი. მაგრამ მას აქვს ერთი რამ, რაც იდეალურ მამაკაცად აქცევს – შვილის სიყვარული… მეტი
ამბავი პორტუგალიის იმპერატორისა
30 სექ 2016 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, შვედური ტეგები:ზებრა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო კვარაცხელია, პორტუგალიის იმპერატორი, სელმა ლაგერლოფი
ბოლო კომენტარები