არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია – ეს თანამედროვე რუსეთია! ჩართეთ ტელევიზორი და გადართეთ ნებისმიერ რუსულ არხზე ან ინტერნეტში მოძებნეთ რუსული საიტები და თავად დარწმუნდებით ამაში… ან კი უბრალოდ პიტერ პომერანცევის წიგნი წაიკითხეთ. ის ხომ ლონდონიდან იმისთვის ჩავიდა რუსეთში, რომ თავისი წვლილი შეეტანა რუსული მედიის განვითარებაში, იქ კი სულ სხვა რამ დახვდა. ახალშექმნილი მედიაც იმ გზას დაადგა, რომელსაც ყველა სხვა სფერო – სიყალბის გზას. მეტი
რუსული პროპაგანდის ძალა
23 აგვისტო 2019 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ანტისაბჭოთა, არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსე, გია ბერაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პიტერ პომერანცევი, პუტინი, რადარამი
რატომ ირჩევენ რუსები პუტინს
27 აგვისტო 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ნორვეგიული ტეგები:არტანუჯი, ბერნარ მორი, თამარ კვიჟინაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პუტინი, რატომ ირჩევენ რუსები პუტინს
რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? ალბათ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის ხშირად დაგისვამთ, თუმცა პასუხის პოვნა გაგჭირვებიათ. ამის გაკეთება რთულია, როდესაც რუსეთში არ ცხოვრობთ და მოვლენებს გარედან (თუნდაც მცირე მანძილიდან) უყურებთ, მაგრამ თუ ბერნარ მორის წიგნს გადაშლით, ბევრ რამეს მიხვდებით… მეტი
უკრაინის უსახელო გმირები
18 ივლ 2016 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აეროპორტი, არტანუჯი, თამარ კვარაცხელია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პუტინი, სერგეი ლოიკო, უკრაინა
“მთავარი წიგნი ომზე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, და გმირებზე, რომლებსაც უნდოდათ სიცოცხლე, მაგრამ იღუპებოდნენ.”
უკრაინა, 2016 წელი… ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ტერიტორიების ნაწილზე კი დღემდე მიმდინარეობს ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. ეს 21-ე საუკუნის “დაუჯერებელი” რეალობაა. სინამდვილეა სერგეი ლოიკოს წიგნიც, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა “კიბორგების” ცხოვრება და საკუთარი კამერით გადაიღო დონეცკის აეროპორტის გმირების ყოველდღიურობა. შეიძლება არ არსებობს კონკრეტულად ფოტოგრაფი ალექსეი მოლჩანოვი, რომელსაც მაიდანზე მეორე (ერთდროულად) სიყვარული ეწვია, “პროფესიონალი ჯარისკაცი” სტეპანი და სხვები, თუმცა არსებობენ უკრაინის უსახელო გმირები, რომლებსაც დიდი მონდომებით “არიდებენ თვალს” დასავლეთის “მესვეურები”. სწორედ ამიტომ დაწერა ეს წიგნი სერგეი ლოიკომ – მათთვის სიმართლის საჩვენებლად, მსოფლიოსთვის იმის შესახსენებლად, რომ დღეს ცივილიზებულ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ადგილი, სადაც ომია და იღუპებიან ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლე სურთ. მეტი
პუტინი აფეთქებს რუსეთს!
15 ივლ 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტვინენკო, პუტინი, ფელშტინსკი, ფსბ აფეთქებს რუსეთს, MEREBASHVILITYKESSON PUBLISHING
პუტინი აფეთქებს რუსეთს! დიახ, დღეს სწორედ პუტინია “ფსბ”. დღეს სწორედ მისი სახელით აკეთებს ყველაფერს ეს “პატიოსანი” დაწესებულება. მისი მფარველობის შედეგია უამრავი შეკვეთილი მკვლელობა (რომლებსაც პირადად მისთვის არასასურველი პირები, “ურჩი” ბიზნესმენები და კრიმინალური ავტორიტეტები
ეწირებიან), “ჩეჩნური” აფეთქებები (რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება) და ომები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს ყველაფერი პირადად ვლადიმერ პუტინის ინტერესებში შედის, თუმცა მსგავსი ფაქტები მანამდეც ხდებოდა. პუტინის სახით “ფსბ”-მ საკუთარი ადამიანი “გაამეფა” და უბრალოდ სახე შეიცვალა. ის ყოველთვის იყო სისხლიან “საწვავზე” მომუშავე ძალიან კარგი მანქანა, რომელიც სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად სწორედ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის მსგავს ადამანს ეძებდა- კაცს “კაგებეშნიკური” წარსულით, რომელიც არაფერზე დაიხევდა უკან და რომელიც შეძლებდა უმოკლეს ხანაში დემოკრატიის ჩანასახშივე ჩაკვლას. ელცინმა ეს ვერ მოახერხა (პირიქით, “დემოკრატიული თამაშების” წამოწყებაც კი სცადა), პუტინი კი მმართველობის პირველივე დღიდან შეუდგა საქმეს – ანდროპოვი “დააფასა”, სტალინის სადღეგრძელოების სმა დაიწყო, თავისუფალი სიტყვა საბოლოოდ “გაგუდა”, საბჭოთა კავშირის ნგრევას “უდიდესი კატასტროფა” უწოდა, “წარმატებით” განაგრძო “ფსბ”-სთვის ასე სასურველი “ანტიჩეჩნური” გზა და საქართველოსა და უკრაინასაც გადასწვდა. პუტინმა გააგრძელა რუსეთის “აფეთქება” შიგნიდან და გარედან. ის ამას დღემდე აკეთებს – პირნათლად ასრულებს “ფსბ”-ს გეგმებს. პუტინი აფეთქებს რუსეთს! მეტი
ოპრიჩნიკის დღე
31 ოქტ 2014 2 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანტისაბჭოთა, ვლადიმირ სოროკინი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ოპრიჩნიკის დღე, პუტინი
მოსკოვი, 2027 წელი… რუსეთში ნანატრი მონარქია აღდგა და კავკასიიდან ჩინეთამდე გადაჭიმული იმპერია “რუსეთის დიდმა კედელმა” “სოდომური” მსოფლიოსგან გამიჯნა. თუმცა მტრები შინაც დარჩნენ და მათთან საბრძოლველად ოპრიჩნიკები დაიძრნენ, რათა ამოეძირკვათ “წმინდა რუსეთის” მოწინააღმდეგენი… მეტი
“პუტინის რუსეთი” – ხედი შიგინიდან
23 თებ 2014 5 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, ანტისაბჭოთა, არტანუჯი, გვანცა ჯობავა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პუტინი, პუტინის რუსეთი, სსრკ
ტელევიზორის წინ ვზივარ… “ტაბულას” ეთერში კიევია – ხალხი, რომელიც სიმღერით ეგებება სიკვდილს. “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ოლიმპიური თამაშებია – გაბადრული მასპინძელი და მისი პარტნიორები… მე კი ქინდლს ვფურცლავ და ანა პოლიტკოვსკაიათან ერთად რუსეთს ვეცნობი, პუტინის რუსეთს…
პუტინის რუსეთში ჩვეულებრივი ქალები შვილებს სამხედრო სამსახურში გზავნიან, უკან კი მხოლოდ საფლავი უბრუნდებათ. პატრიოტიზმით განმსჭვალული მათი ვაჟები ან ჩეჩნეთის ომს ეწირებიან, ან ხელმძღვანელები კლავენ, ანაც მუდმივ ზეწოლასა და შეურაცხყოფას ვერ უძლებენ და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, რომელიც ჯერ არც კი დაუწყიათ. მათ დედებს კი მიზეზსაც არ უხსნიან. ახალი რუსეთი საბჭოთა სტილს არ ღაალტობს – “დიდი მანქანის პატარა ჭანჭიკებს” ღირსეული სიკვდილის უფლება არ აქვთ… მეტი
შემზარავი ისტორიები ჩეჩნეთიდან
08 ივნ 2013 10 Comments
in ლიტერატურა, ნორვეგიული ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, ანტისაბჭოთა, გროზნოს ანგელოზი, დიქტატურა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ომი, ოსნე საიეშტადი, პუტინი, რუსეთი, ჩეჩნეთი
ოსნე საიეშტადი ნორვეგიელი ჟურნალისტია – მამაცი ჟურნალისტი, რომელიც არაფერს შეუშინდა და ცხელ წერტილში ნამდვილი ისტორიები შეაგროვა, წიგნად აქცია და მსოფლიოს სიმართლე დაანახა – სიმართლე ჩეჩნეთსა და რუსეთზე (მანამდე ეს ასე საჯაროდ მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიამ გაბედა და სითამამისთვის დაისაჯა).
1994 წლის მიწურულს რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად დაესხა თავს ჩეჩნეთს (საბჭოთა დროს ბერიას და სტალინის მიერ ხალხის გადასახლება, გენოციდი “ჩვეულებრივ” ამბად ითვლებოდა). რა თქმა უნდა, ტრადიციულად “მშვიდობისმყოფელების” როლში მოგვევლინენ (ამბობენ, რომ უბრალოდ თავდაცვის მინისტრი “დათვრა”). შედეგად ორ წელიწადში ჩეჩნეთში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
1999 წელს რუსეთმა მეორედ დაიწყო ომი (ამჯერად უკვე “გაძლიერებულმა” პუტინმა მიზეზად ვითომდა ჩეჩნური ტერაქტი გამოიყენა და პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა). ამ ომს 50 000 მოქალაქე შეეწირა. რიცხვი კვლავაც იზრდება, რადგან დაპირისპირება დღემდე გრძელდება. მეტი
ბოლო კომენტარები