მოგონებანი მონასტერზე

29566პორტუგალია, მე-18 საუკუნე… ქვეყანაში ინკვიზიცია მეფობს. ომიდან დაბრუნებულ ცალხელა ბალთაზარს ბლიმუნდა უყვარდება, რომლის დედა ინკვიზიტორთა მოთხოვნით გადაასახლეს, თავად კი ადამიანების შინაგან სამყაროს ხედავს (პირდაპირი მნიშვნელობით). ბალთაზარი და ბლიმუნდა ერთმანეთს ისე ავსებენ, როგორც მზე და მთვარე (მათი ზედმეტსახელებიც ამაზე მეტყველებს), მაგრამ ჟუან V-ის პორტუგალიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის. მეფეს ხალხი მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, კერძოდ კი მაფრის მონასტრის ასაშენებლად სჭირდება და არა იმისთვის, რომ მათ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ – უყვარდეთ, იოცნებონ ბედნიერებაზე, გაფრენაზეც კი… პორტუგალიელებს ორი გზა აქვთ – მშენებლობა ან კოცონი…

P.S. გამოგიტყდებით და ეს ამბავი მძიმედ დავიწყე და ბევრჯერ გადავწყვიტე წიგნის გვერდზე გადადება, მაგრამ თითქოს განგებ სწორედ მაშინ ახერხებდა სარამაგუ ჩემს დაინტერესებას. დასასრულმა ყველა “მინუსი” გამოისყიდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მაგიური რეალიზმი (ჟოზე იუმორითა და რომანტიკული ეპიზოდებით რომ “აზავებს”) დიდ მოთმინებას მოითხოვს, თუმცა ბოლოს მკითხველს “ჯილდო” ელის 🙂

P.P.S. თუ დაინტერესდით, “ინტელექტს” მიმართეთ. ნობელიანტების სერიას სწორედ ეს გამომცემლობა გვთავაზობს.

როცა სიკვდილი ისვენებს და ხიდი ინგრევა…

“მეორე დღეს არავინ მომკვდარა”… საინტერესოა, არა? უკვდავებაზე ალბათ ყველას გვიფიქრია, მაგრამ სარამაგუმ ისეთი ქვეყანაც გვაჩვენა, სადაც სიკვდილი ისვენებს… ამას განსაკუთრებით მწვავედ ისინი გრძნობენ, ვისაც სიკვდილამდე მხოლოდ სულისა და სხეულის გაყრაღა დარჩენია. მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ მთავრობისა და მაფფიის ახალი “ბიზნესით” და თავისუფლდებიან “უსარგებლო ტვირთისგან”… ამასობაში ქალბატონი სიკვდილი წერილების წერას იწყებს და ვიოლონჩელისტიც ისე ჩაუვარდება გულში, რომ თავისი მოვალეობა ავიწყდება და “მეორე დღეს არავინ მომკვდარა”… More

სარამაგუს თვალები

ერთ “მშვენიერ” დღეს მთელი ქალაქი დაბრმავდა! დიახ, დიახ, უბრალოდ დაბრმავდა – ყოველგვარი კატარაქტის თუ თვალის სხვა დაავადების გარეშე. ნელ-ნელა ყველა მოქალაქეს თეთრი ბინდი გადაეკრა თვალებზე. ეპიდემიის მსხვერპლნი (ჯერ რამდენიმე კონკრეტული პიროვნება, შემდეგ კი ყველა) ერთ შენობაში – სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში – მოათავსეს… და აქ დაიწყო მთავარი – საერთო საფრთხის შეგრძნებამ და თვითგადარჩენის ინსტინქტმა, დაუსჯელობის სინდრომმა საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები მორალურ დაცემამდე მიიყვანა. ერთ დროს წესიერი ადამიანები საზიზღარ არსებებად იქცნენ და ყველა იურიდიული თუ დაუწერელი კანონი დაარღვიეს… More