ჰარპერ ლის დაბრუნება

24817626ჰარპერ ლი დაბრუნდა! დიახ, ქალმა, რომელიც ერთი გენიალური წიგნის ავტორი (ზოგს კი – სულაც ტრუმენ კეპოტთან მეგობრობის გამო “გავარსკვლავებული”) გვეგონა, მეორე ნაწარმოებიც გამოსცა. ვერ გეტყვით, რომ “Go set a watchman” (თარგმანი მალე იქნება და ამიტომ არ გავკადნიერდები) ისეთივე დიდებული წიგნია, როგორიც “ნუ მოკლავ ჯაფარას”, თუმცა არც უყურადღებოდ დატოვების ღირსია. ის ჯერ კიდევ გამოსვლამდე იქცა ბესტსელერად და მაშინვე სერიოზულად აღაშფოთა მასწავლებლები, რომლებიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში უამბობენ მოსწავლეებს უსამართლობასთან მებრძოლი ატიკუს ფინჩის ამბავს. გამოგიტყდებით და მეც ძალიან მიჭირს იმ ყველაფრის აღქმა, რაც გაგრძელებაში (რომელიც თურმე “ჯაფარაზე” უფრო ადრე დაწერილა) ხდება და ახლავე აგიხსნით, რატომ… მეტი

სამი ამბავი დისკრიმინაციაზე

ცოტა ხნის წინ ქალურ ისტორიებზე ვისაუბრეთ. ამჯერად კი სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომელთა თემაც ასევე ქალებია, თუმცა სხვა კუთხით – ეს ქალები რასობრივი და გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

პირველი წიგნი ქეთრინ სთოქეთის “მოსამსახურე” გახლავთ. ამ ნაწარმოებს დიდი ხნის მანძილზე სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ფილმი გამოსვლისთანავე ვნახე და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტიც გახდა. ვშიშობდი, რომ მის პირველწყაროში ახალს ვერაფერს აღმოვაჩენდი. მით უფრო, რომ თემაც ერთგვარად გაცვეთილია და რთულია მკითხველის გაოცება. თუმცა ქეთრინმა ეს შეძლო. ახალგაზრდა ჟურნალისტმა სქითერმა ჯერ ვერც კარიერა აიწყო და ვერც პირადი ცხოვრება. შავკანიანი მოსამსახურეები ეიბილინი და მინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ. თითქოს მათ არაფერი აერთიანებთ და დაუწერელი კანონების თანახმად არც უნდა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ სქითერი სხვებს არ ჰგავს. სქითერი  მაგარი გოგოა, ძალიან მაგარი გოგო. მას მოსამსახურეებთან მთავარი რამ აკავშირებს – უსამართლობის განცდა. მიუხედავად საფრთხისა, ისინი წიგნის დაწერას გადაწყვეტენ, რადგან არ ესმით, რატომ არ შეიძლება განსხვავებული კანის ფერის ადამიანებმა ერთი სველი წერტილით ისარგებლონ, ერთ სკოლაში იარონ, ერთნაირი ცხოვრება ჰქონდეთ. რატომ უნდა ეშინოდეთ მოსამსახურეებს, რომ თეთრკანიანი ქალბატონები ქურდობას დასწამებენ, სამუდამოდ ულუკმაპუროდ დატოვებენ, ფიზიკურადაც კი გაანადგურებენ. რატომ უნდა ითმინონ მუდმივი შეურაცხყოფა… 544 გვერდის მანძილზე მე სქითერის გვერდით ვიყავი, ვიცინოდი, ვტიროდი და 60-იანი წლების მისისიპიში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი! თქვენ კი თუ არ გვეთანხმებით და შავკანიანებს (ან თუნდაც სხვა უმცირესობებს) თქვენზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევთ, მაშინ მინის საფირმო შოკოლადის ტორტს მოგართმევთ! გემრიელად მიირთვით 😉 მეტი

რომენ გარის თეთრი ძაღლი

1968 წელი, ამერიკის შეერთებული შტატები… მემფისში მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. ამ მოვლენამ ისედაც დაპირისპირებული შავკანიანები და თეთრკანიანები კიდევ უფრო გადაამტერა. ამერიკა არეულობამ, აჯანყებებმა, პროტესტმა და ძალადობამ მოიცვა… ამ ფონზე რომენ გარის ცხოვრებაში ძაღლი გამოჩნდა… ძაღლი, რომელიც შავკანიანებზე დაგეშეს… ძაღლი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, გარდა შიშისა. მწერალმა ძაღლის ხელახლა გაწვრთნა მოინდომა… მაგრამ შესაძლებელია ცნობიერების შეცვლა? ძაღლის მზერა ხომ ნამდვილი ადამიანის მზერაა… მეტი