სულ ახლახანს წიგნების სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკა” ,,გალას” გამარჯვებული გახდა. ალბათ ამ გადაწყვეტილებას ყველა ბიბლიოფილი დაეთანხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს “სერიული” გამოცემები საკმაოდ ხშირია, უმეტეს შემთხვევებში გამომცემლები უკვე ათასჯერ გამოცემულ ძველ თარგმანებს გვთავაზობენ. ამ მხრივ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა – წიგნის ფესტივალიდან მოყოლებული მუდმივად გვიკეთებენ საჩუქარს (მერე რა, თუ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ არ გამოდის მორიგი ტომი და არც “განსაკუთრებულადაა” გაფორმებული – სამაგიეროდ, შერჩეულ ავტორებს, თარგმანსა და მოკრძალებული დიზაინს ვერაფერს დავუწუნებთ) ისეთი წიგნების სახით, რომლებსაც დიდი ხანია ველოდით… მეტი
დიოგენეს ბიბლიოთეკა
24 ნოე 2012 34 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, თურქული, იტალიური, ლიტერატურა, სამხრეთაფრიკული, ჩეხური ტეგები:გზაზე, დაიკიდე ჯივზ, დროშები მტვერში, ედით უორტონი, ვუდჰაუსი, კარდინალი მარტინი, კირჩხიბის ტროპიკი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, ორჰან ფამუქი, ოსტერი, პალანიკი, რა სწამს მას ვისაც არ სწამს, სირცხვილი, სტამბოლი მოგონებები და ქალაქი, უმანკოების ხანა, უმბერტო ეკო, ფოლკნერი, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, ჯეკ კერუაკი, ჯონ მაქსველ კუტზეე, ჰენრი მილერი
რა სწამს მას, ვისაც არ სწამს?
16 ნოე 2012 18 Comments
in იტალიური, ლიტერატურა ტეგები:კარდინალი მარტინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რა სწამს მას ვისაც არ სწამს, უმბერტო ეკო
პუბლიცისტიკას მაინცდამაინც არ ვეტანები, მაგრამ უმბერტო ეკოს სახელი ყდაზე უკვე ბევრს ნიშნავს (ეს ადამიანი ამ ჟანრში საუკეთესო თანამედროვე ავტორი მგონია – თუნდაც მხოლოდ ჟან-კლოდ კარიერთან ერთად შექმნილი ამ წიგნის გამო).
ამჯერად სინიორ უმბერტოს თანამოსაუბრე კარდინალი კარლო მარია მარტინია. მათი დიალოგი არაერთ საჭირბოროტო თემას ეხება, რომლებიც მორწმუნეებსა და ურწმუნოებს თანაბრად აღელვებთ. ესენია: აპოკალიფსი, სიცოხლის დასაწყისი (მაინც როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე – ჩასახვამდე, ჩასახვის შემდეგ, თუ მხოლოდ დაბადების წამიდან? შესაბამისად, რამდენად დასაშვებია აბორტი?), ქალების როლი ეკლესიაში და რელიგიური მოძღვრებების ტრანსფორმაცია დროის შესაბამისად. მეტი
ბოლო კომენტარები