ჩემი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ ლიტერატურას ეძღვნება, უკვე ბევრმა იცის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს წიგნებს. ეს არის ფეხბურთი, რომელიც თითქმის 13 წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და მილანის – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… მაგრამ ფრანკლინ ფოერმა სულ სხვა კუთხით დამანახა ყველაფერი – მან მაჩვენა ფეხბურთი მოედანს მიღმა. მეტი
ფეხბურთი მოედანს მიღმა
20 თებ 2015 19 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ბარსელონა, ბერლუსკონი, ბრაზილია, დინამო, ინტერი, იუვენტუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილანი, პელე, რეალი, რეინჯერსი, როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო, სელტიკი, ტოტენჰემი, ფეხბურთი, ფრანკლინ ფოერი, ჩელსი, ცრვენა ზვეზდა, ძანეტი
საფეხბურთო ოცნებები
08 ივნ 2012 17 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:არველაძე, აჩი, დათო ტურაშვილი, დარასელია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარადონა, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მესი, მესხი, რეალი, ფეხბურთი, ქეცბაია, ქინქლაძე, ყიფიანი, შოთი
“ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი და თუ ვინმემ ჩემსავით ეს ოცნება ვერ აისრულა, მისი მთავარი მატჩიც არ შედგა და გადამწყვეტი გოლიც ვერ გაიტანა, შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს წიგნიც სწორედ მისთვის დაიწერა”- ფეხბურთელობაზე არ მიოცნებია (უფრო სწორად, ვოცნებობდი, მაგრამ არასერიოზულ ასაკში :)), მაგრამ უკვე ათი წელია ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია და ეს წიგნიც სწორედ ჩემთვის დაიწერა…
მიუხედავად ასაკისა, ქართული ფეხბურთის სიმბოლო ყველასთვის 1981 წლის 13 მაისია. ამ დღეს აწ უკვე 31 წელია იმ იმედით ვხვდებით, რომ მომდევნო წელს კიდევ გვექნება საზეიმო თარიღი, მაგრამ…ჯერჯერობით არც მესხი ჩანს, არც ყიფიანი,…სამაგიეროდ, ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, როგორებიც არიან არშემდგარი ვარსკვლავი უმცროსი მესხი, იუმორით გამორჩეული შოთი და აჩი არველაძეები, თავდაუზოგავი ქეცბაია, უნიჭიერესი ქინქლაძე, მებრძოლი იაშვილი,… გუნდური თამაში არ გვეხერხებაო დათომ და ალბათ მართალიცაა. არც “სანტიაგო ბერნაბეუ” გვაქვს, არც “ატლეტიკის” გულშემატკივრებივით აქტიურად ვქომაგობთ საყვარელ გუნდს, თვით მარადონასაც კი არ ვხვდებით სათანადოდ და კანონის უზენაესობასაც არ ვცნობთ (ამ მხრივ არც იტალიას ულხინს). რომელ კანონზეა ლაპარაკი, როცა ფედერაციის პრეზიდენტის ვინაობას არჩევნები სულაც არ წყვეტს… მეტი
ბოლო კომენტარები