გერმანული ტრაგედია

“ეს წიგნი არც ბრალდებაა და არც აღსარება. იგი მხოლოდ იმ თაობის ამბის თხრობას ცდილობს, რომელიც მისთვის განკუთვნილ ყუმბარებს კი გადაურჩა, მაგრამ ომისგან მაინც დაინგრა.” – “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”

ისევ დადგა გაზაფხული… 74-ე გაზაფხული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ… იმ ომის შემდეგ, რომელიც წიგნების დაწვით დაიწყო და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა… დღეს გერმანია სულ სხვანაირი ქვეყანაა, რადგან აღიარა მომხდარი, ხაზი გადაუსვა ორ მსოფლიო ომს და გააგრძელა ცხოვრება, თუმცა საზოგადოების (ძირითადად მაშინდელ საბჭოელთა) ნაწილში ფეხი მოიკიდა აგრესიამ გერმანელთა მიმართ… მაგრამ რატომ არავინ იფიქრა მათზე – უბრალო გერმანელებზე? სკოლის მერხიდან ფრონტის ხაზზე გადასროლილ ახალგაზრდებზე, ბრძოლის ველზე სისხლისგან დაცლილ ან სამუდამოდ დაინვალიდებულ სიცოცხლით სავსე მამაკაცებზე, მათზე, ვისაც ისეთი სიყვარული შეუძლია, როგორიც პატი ჰოლმანსა და რობერტ ლოკამპს, ისეთი მეგობრობა – როგორიც გოტფრიდ ლენცსა და ოტო კესტერს… მათაც ხომ გადაიტანეს უდიდესი ტრაგედია – სიკვდილი ან სიცოცხლე, რომელსაც ომის აჩრდილი სდევს თან… მაგრამ მათ შეძლეს ჭაობიდან ამოსვლა… და ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ წარსული გავიაზროთ? რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყუმბარამ არ დაანგრიოს ჩვენი ცხოვრება? მხოლოდ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვით შეიძლება იმის მიღწევა, რომ აღარავინ დახუჭოს თვალები სამუდამოდ მაშინ, როდესაც “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”, არავინ ხვდებოდეს განთიადს მეგობრისა და საყვარელი ადამიანის გარეშე… More

გერმანული ტრაგედია

64097საბჭოთა რეალობაზე ძალიან ხშირად გიყვებით, მეორე მსოფლიო ომის მრავალმხრივ სახეზეც… სულ ცოტა ხნის წინ კი ამ მრავალწლიანი ტრაგედიის შესახებ ასტრიდ ლინდგრენის აზრი ამოვიკითხე, რომელიც გერმანელებს, აფასებს და მათ შორის სამართლიან ადამიანებს ხედავს. ეს მართლაც ასეა. ნაცისტურ გერმანიაშიც ცხოვრობდნენ გმირები, რომლებმაც ბრძოლის ველზე ან საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ… ან სულაც გადარჩნენ და ახალი გერმანიის შენება დაიწყეს… ახლა სწორედ მათზე მინდა გიამბოთ… კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ გერმანული ტრაგედია… More

რემარკი და დოვლატოვი – გაქცევა ბოროტების იმპერიიდან

AVT2_Erich-Maria-Remarque_6774რა კავშირია რემარკსა და დოვლატოვს შორის? თითქოს ბევრი არაფერი… ორივე ემიგრანტი გახლდათ, მაგრამ ერთი ფაშიზმთან მებრძოლი გერმანელი იყო , მეორე კი – ანტისაბჭოთა რუსი… თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “დაპყრობილი ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს, და განადგურებული ადამიანებიც ტყუპებივით გამოიყურებიან”… მეტი სიცხადისთვის მათ რამდენიმე ნაწარმოებს გადავხედოთ, რომლებსაც აპრილის ნაწილი დავუთმე:

ერიხ მარია რემარკის “აჩრდილები სამოთხეში” – ემიგრაციიდან დაბრუნება რთულია, მაგრამ უფრო რთულია ემიგრაციაში ყოფნა – ეს ნამდვილი via dolorosa-ა – ტანჯვის გზა. ეს გზა გაიარეს როსმა, კანმა, რავიკმა და სხვა გერმანელებმა. მათ თავი დაიხსნეს ფაშისტური რეჟიმისგან, მაგრამ აღთქმული მიწა ამერიკა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. აქ მათ დახვდათ პასპორტები, სამუშაო, მაგრამ არა მომავალი – მხოლოდ წარსული, რომელიც მუდამ უკან სდევდათ – სიზმრებით, მოგონებებით, მუდმივი მარტოობით… ისინიც ღამის პეპლებივით “დაფრინავდნენ” “ტკბილი” ამერიკის თავზე და ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ, როგორც აჩრდილები… აჩრდილები სამოთხეში… More

ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

რამდენიმე წლის წინ ერიხ მარია რემარკი ჩემს ფავორიტ მწერალთა შორის იყო. დროთა განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ არაერთი ავტორი შეემატა, რემარკი კი ოდნავ მივივიწყე, თუმცა როგორც კი თაროზე “ჩაკარგულ” მის წაუკითხავ ნაწარმოებს გადავაწყდი, მაშინვე გადავშალე. ომის შემდეგ ამ მწერალს აღარ შევხვედრივარ და ახლა სულ სხვა კუთხით შევხედე.

აქაც, როგორც სხვა ნაწარმოებებში, რემარკი თითქოს ახალს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ეს მრავალჯერ განმეორებული ჭეშმარიტება იმდენად ახლობელია ომგამოვლილი ხალხისთვის… ომის საშინელებას “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” შესანაშნივად გადმოგვცემს, მაგრამ ეს ომამდე იყო…ახლა კი ისევ ომია, მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ომი ყოველთვის ერთნაირია. More