თურქეთი ჩვენში ძალიან პოპულარული ქვეყანაა. გარდა იმისა, რომ ჩვენი მეზობელია და შესაბამისად მარტივად მოსანახულებელიც (დროის, ფინანსური თუ გეოგრაფიული კუთხით), მის წინ წამოწევას ხელი განსაკუთრებით შუწყო ტელესერიალებმა. თუმცა მათი დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების საპნის ოპერებს არაფრით აღემატება… აი ლიტერატურა კი ნამდვილად კარგი აქვთ… მეტი
ფერიდეს თავისუფლება
25 ოქტ 2019 დატოვე კომენტარი
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნარჩიტა, რეშად ნური გიუნთექინი
ორი ამბავი თურქეთიდან
15 სექ 2017 დატოვე კომენტარი
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:72-ე საკანი, თურქეთი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მწვანე ღამე, ორჰან ქემალი, რეშად ნური გიუნთექინი
ტელევიზორს თუ ხშირად უყურებთ (ან თუნდაც იშვიათად), შეამჩნევდით, რომ ჩვენში ასე პოპულარული სერიალები სამხრეთ ამერიკიდან თურქულმა და ინდურმა ტელენოველებმა ჩაანაცვლა. მე თუ მკითხავთ, ამ ცვლილებას სასიკეთო არაფერი მოუტანია – პირიქით, დაბალი ხარისხის ხელოვნებას (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) კიდევ უფრო შევეჩვიეთ… არადა, ორივე ქვეყანა საოცრად საინტერესო ისტორიისა და კულტურის პატრონია (ზემოთხსენებული სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მსგავსად). ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ მათ ლიტერატურას გაეცნობით. მეტი
საშემოდგომო მოგზაურობები
17 ოქტ 2014 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, თურქული, კოლუმბიური, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ბეგბედერი, გაბრიელ გარსია მარკესი, ია ბერსენაძე, ინტელექტი, იცხოვრო რომ მოჰყვე, ლანა კალანდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაკულატურა, პალიტრა L, რეშად ნური გიუნთექინი, ფოთოლცვენა, ჩარლზ ბუკოვსკი, windows on the world
ჩარლზ ბუკოვსკის “მაკულატურა” – ეს არის ჩარლზ ბუკოვსკის ბოლო წიგნი, რომელიც მან ცუდ ლიტერატურას მიუძღვნა… მან შექმნა “ცუდი” ნაწარმოები, რომელშიც არც ინტრიგაა, არც დინამიკა, საერთოდ არაფერია საინტერესო, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი წიგნია… იმიტომ, რომ კერძო დეტექტივი ბილეინია საინტერესო ტიპი – ზუსტად ისეთივე გარყვნილია, როგორიც ბუკოვსკი, ზუსტად მისნაირი შავი იუმორი აქვს, საქმეები კი – აბსურდული. აბა, რომელი ნორმალური დაუწყებს ძებნას სელინს, რომელიც 1961 წელს გარდაიცვალა, ან იფიქრებს სექსზე სიკვდილთან ან უცხოპლანეტელთან… ჰოდა, ზუსტად ეს არანორმალურობაა საინტერესო… ტარანტინოს “მაკულატურაშიც” ხომ არაფერია ნორმალური, მაგრამ ასეთი მაგარი ფილმი ბევრი გინახავთ? მეტი
შემოდგომა თურქეთში
25 ნოე 2013 10 Comments
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:ახალი ცხოვრება, დაღი, ელიფ შაფაქი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორჰან ფამუქი, ორჰან ქემალი, პალიტრა L, რეშად ნური გიუნთექინი, სიყვარულის ორმოცი წესი, უცხო ქალი
ორჰან ფამუქის “ახალი ცხოვრება” – ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივმა თურქმა სტუდენტმა წიგნი წაიკითხა და ამ წიგნმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ამ დღიდან ის გზას დაადგა – უმისამართოდ, უმიზნოდ… გადადიოდა ავტობუსიდან ავტობუსში, გზაში უყურებდა ფილმებს და მიდიოდა ახალი ცხოვრებისკენ… მისი წარსული და მომავალი ისევე განადგურდა, როგორც ამ წიგნის ყველა მკითხველის… ახალი ცხოვრების ნაცვლად კი უცნაურ სიყვარულს და უცნაურ შეთქმულებას გადააწყდა… არარეალურ სამყაროშიც კი ყველაფერი ოცნებას არ ჰგავს და ახალი სიცოცხლეც ძალიან გვიან მოდის. მით უფრო, თურქეთში – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე… მეტი
ბოლო კომენტარები