შენ ხარ ღმერთი! დიახ, ასეა. ამას გვიქადაგებს ვალენტაინ მაიკლ სმიტი – კაცი, რომელიც მარსელებმა გაზარდეს. ის დედამიწაზე დაბრუნდა და ცდილობს შეეგუოს აქაურ ყოფას, მაგრამ ეს მარტივი არაა. აქ ადამიანები ერთმანეთს არ უყურებენ, როგორც ღმერთს. ისინი სულ სხვაგვარად აღიქვამენ რელიგიას, საკუთრებას, სიკვდილს, სექსს… ისინი მაიკლსაც კი იმის მიხედვით აფასებენ, თუ რა ქონებას ფლობს (ეს კი არც ისე ცოტაა), მასზე ნადირობენ, ხან განადიდებენ, ხან კი ქვებს ესვრიან. ასე იქცევიან ისინი, ვინც ღმერთი უნდა იყოს… ასე ექცევიან უცხოს უცხოთა ქვეყანაში… მის იდეას სიგიჟედ მიიჩნევენ… სინამდვილეში კი ის უძღები შვილია, რომელიც სახლში დაბრუნდა და სიმართლეს ამბობს. დიახ, ეს ჭეშმარიტებაა – ჩვენ ვართ ღმერთი, რადგან ჩვენშია ღმერთი! თქვენ არ მოგწონთ მარსზე აღზრდილი დედამიწელის ზოგიერთი საქციელი? ესეც ღმერთობის ნაწილია – ღმერთმა საკუთარი ნაწილი ჩვენში ჩაასახლა და ამასთან ერთად თავისუფალი ნებაც გვიბოძა, რათა შეცდომებიც დავუშვათ… ჩვენ ღმერთები ვართ, მაიკლიც ღმერთია, ღმერთობა კი არასდროს ყოფილა ადვილი… More
უცხო უცხოთა ქვეყანაში
22 ოქტ 2018 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:გაგი გაბრიჭიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რობერტ ჰაინლაინი, უცხო უცხოთა ქვეყანაში, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
გაყიდული მთვარე
15 აპრილი 2016 2 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:კაცი რომელმაც მთვარე გაყიდა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რობერტ ჰაინლაინი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
ხშირად ვამბობ, რომ მცირე ზომის ნაწარმოებები არ მიყვარს, თუმცა ასევე ხშირად ვკითხულობ ფანტასტიკურ მოთხრობებს და ყოველ ჯერზე ვფიქრობ – არა, ეს კრებული გამონაკლისია. როგორც წესი, ამის მიზეზი რეი ბრედბერის საოცარი ოსტატობაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სხვებიც ახერხებენ ჩემს გაოცებას. მათ შორისაა რობერტ ჰაინლაინიც – კაცი, რომელმაც შექმნა პეტრონიუსი და კიდევ ბევრი უნიკალური გმირი. More
კარი ზაფხულში
25 მარ 2016 2 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ანა დაბრუნდაშვილი, კარი ზაფხულში, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რობერტ ჰაინლაინი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
გიყვართ კატები? უნდა გამოვტყდე, რომ მე ამ შინაურ ცხოველებთან ვერ ვმეგობრობ (მსუბუქად რომ ვთქვათ), თუმცა ეს მხოლოდ რეალურ ცხოვრებას ეხება. ლიტერატურული კატები სულ სხვანაირები არიან. აბა გაიხსენეთ ცნობილი ბეჰემოტი ან სულაც სტრუგაცკების წიგნის გარეკანზე გამოსახული ფრიად მიმზიდველი კატა… ახლა კი პეტრონიუსიც გამოჩნდა – დენიელ ბუნ დეივისის ერთადერთი ერთგული მეგობარი. ეს განსაკუთრებით თვალნათლივ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დენს საცოლემ და ძმაკაცმა ერთდროულად უღალატეს და ნიჭიერი გამომგონებლიდან არარაობად აქციეს… აი, პიტი კი ყოველთვის მასთან ერთად იყო – ჭირსა და ლხინში, წარმატებასა და წარუმატებლობაში, თქვენ წარმოიდგინეთ და 30-წლიან ძილშიც კი… მათ ერთად გადაიტანეს უამრავი რაღაც და საბოლოოდ ერთ რამეს მიხვდნენ და ჩვენც დაგვარწმუნეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ ცხოვრობ. შეიძლება ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო, არც ფინანსური სიძნელეები გქონდეს, არც განრისხებული ქმრები, პოლიციელები და აღმასრულებლები მოგსდევდნენ, მაგრამ გულში მაინც ზამთარი გქონდეს. არა, იმიტომ კი არა, რომ საკუთარი თავი გეცოდება (რაც არ უნდა გაწუხებდეს, მილიარდობით ადამიანს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვს). უბრალოდ შეიძლება, რომ კარს ზაფხულში მხოლოდ შენ ეძებდე… და კიდევ შენი კატა… და იცით რა? თუ ასე იფიქრებთ, ერთ დღეს აუცილებლად შეაღებთ ახალ კარს და მის უკან ზაფხული დაგხვდებათ – მზით განათებული მწვანე მინდვრით… მთავარია გჯეროდეთ… More
ფანტასტიკური ამბები
03 აგვისტო 2015 5 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ართურ კლარკი, კაცი რომელიც სპილოებით ვაჭრობდა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოთხრობები, რობერტ ჰაინლაინი, როგორ წავედით მარსზე, სახლი რომელიც ტილმა ააგო, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ღმერთის ცხრა მილიარდი სახელი, წიგნები ბათუმში, ჯონათან ჰოგის უსიამოვნო პროფესი
გახსოვთ ცოტა ხნის წინ არტურ კლარკის “კოსმოსური ოდისეა 2001” რომ ვახსენეთ? მაშინ გითხარით, რომ ჟანრის მოყვარულებისთვის ეს წიგნი ჭეშმარიტად კლასიკაა. ალბათ სწორედ ამან (და კიდევ გამომცემლობისადმი ნდობამ) გადამაწყვეტინა მოთხრობების კრებულის ხელში აღება (ზოგადად მოთხრობები არ მიყვარს და იმიტომ)… აბა ჰაინლაინს აქამდე არ ვიცნობდი (მისი ბევრი რომანი მაქვს ქინდლში, მაგრამ ჯერ მაინც “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” იმედზე ვარ)… არადა კრებულის საუკეთესო მოთხრობები (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) სწორედ მისტერ რობერტის კალამს ეკუთვნის. More
ბოლო კომენტარები