ფრანებით მოჭედილი ცა

რომენ გარიმ თავისი ბოლო რომანი 1980 წელს დაწერა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ერთგვარი გამომშვიდობებაა მკითხველთან, ღირსეული ნაბიჯი უკვდავებისკენ… მეტი

მშვიდობით, გარი კუპერ

გაიცანით, ეს ლენია! ლენი “დემოგრაფიული აფეთქების” თაობის წარმომადგენელია, ახალი დაკარგული თაობის. ის დაემშვიდობა გარი კუპერს ანუ ამერიკულ ოცნებას (თუმცა გარის ფოტოს ჯიბით ატარებს) და შვეიცარიის მიაშურა – პატარა დათოვლილ სამოთხეს, რომელსაც თავი შეაფარეს ადამიანებმა, რომლებსაც ალერგია აქვთ სამყაროზე, რომელიც გეოგრაფიას ცხელი წერტილებით სწავლობს. აქ მან ციხესიმაგრე აიშენა და მას სიჩუმის, უარყოფის და გაუცხოების გალავანი შემოავლო… მეტი

ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ

ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ… რომენ გარი შორს არ წასულა – პარიზში დაასრულა სიცოცხლე… განშორდა იმ სამყაროს, რომელშიც ბარბითზე უკრავენ, კაცთმოყვარეობა, ხელოვნება, საშობაო ზღაპრები, გმირობა, სიყვარული, ერთგულება, პროგრესი, უმანკოება და დიდება, ისტორია და სიგიჟე სულ სხვაგვარად ესმით… ალბათ ამიტომ მიიღო რომენმა ასეთი გადაწყვეტილება და არა ნერვიული დეპრესიის გამო, რომელიც მას შემდეგ სტანჯავდა, რაც ზრდასრული გახდა… არც ჯინ სებერგზე დარდის გამო, რომელსაც 10 წლით ადრე დაშორდა… უბრალოდ პერუში გაფრენა უნდოდა და სხვა გზა ვერ იპოვა… სხვაგვარად ვერ გაჰყვა ჩიტებს… მეტი

რომენ გარის სამყარო

12314003_987480321294012_2837118101949381648_nრომენ გარის შემოქმედებასა და მის ბიოგრაფიას თუ იცნობთ, ალბათ პირველ რიგში ის გაგახსენდებათ, რომ ის “ნამდვილი” ფრანგი მწერალი გახლდათ და ამავე დროს ჯინ სებერგის ქმარიც… თუმცა ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში როგორ შეიქმნა მისი სამყარო – მხოლოდ მათ, ვისაც “დაპირება განთიადისას” წაუკითხავს. მხოლოდ ამ ძალიან კარგ წიგნს შეუძლია იმ პროცესის ჩვენება, რომელმაც რომან კაცევი – არაფრით გამორჩეული ბიჭი პოლონეთიდან – აქცია რომენ გარიდ – მსოფლიოში ცნობილ ფრანგ მწერლად… და კიდევ მისი ფსიქიკისთვის ფარდის ახდა… მისი ცხოვრება ხომ მთლიანად დედამ შექმნა – ერთადერთ შვილზე ფანატიკურად შეყვარებულმა (რამდენად არის მისი მოქმედებები მართებული, თავად განსაჯეთ) ქალმა, რომელმაც თავისი თავგანწირვითა და შესაბამისი “ჯილდოს” მოთხოვნით ვაჟს პირობა დაადებინა და მხოლოდ ამ პირობის შესრულების მოლოდინში გაატარა მძიმე წლები. რომანმა მადამ ნინას (რომელსაც რეალურ ცხოვრებაში მინა ერქვა) საკუთარი ცხოვრების განთიადისას შეჰფიცა, რომ დაამარცხებდა “ბოროტ ღმერთებს” – სისულელეს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, სიძულვილსა და სხვა განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს და აუცილებლად გახდებოდა დიდი ადამიანი – ნებისმიერი გზით, მაგრამ მაინც გახდებოდა… თუმცა მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რაც არ უნდა დიდი გამხდარიყო სხვების თვალში, ბოლომდე მაინც ბავშვად დარჩებოდა – ყველა ქალში (თუნდაც ასაკით შვილის ტოლში) დედას დაუწყებდა და ძებნას და ვერასდროს იპოვიდა ისეთ სიყვარულს, როგორსაც მას დედა ჩუქნიდა… მეტი

ზამთრის მოგზაურობები

imagesჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” – “კოლექციონერი” თუ წაგიკითხავთ, ჯონ ფაულზს ვერ დაივიწყდებით.  პირადად მე კითხვის პროცესში თავი ქილაში გამომწყვდეულ ფარვანად ვიგრძენი… აი, “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” კი განსხვავებული ისტორიაა – ვიქტორიანულ ინგლისში აგიზგიზებული ვნების ცეცხლის ამბავი. ფრანგი ლეიტენანტის ქალად წოდებულმა სარა ვუდრაფმა ეპოქისთვის შეუფერებელი გამბედაობა გამოიჩინა და “დაკავებული” ჩარლზი მოხიბლა… რა არჩევანი გააკეთა ამ უკანასკნელმა (არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის დროა, როცა გრძნობა და მოვალეობა სულ “ებრძვიან” ერთმანეთს), თავად ნახეთ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ – ეს “საზიზღარი” ფაულზი გვეთამაშება, გვცდის… მოვლენების განვითარება მან ჩვენ მოგვანდო და არა გმირებს! მეტი

მწერალი და თვითმკვლელობა

პირველ ადგილზე დგას „მწერალი”, „თვითმკვლელობა” კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი, „ზნეობრივი სფეროს ეს აუხსნელი ფენომენი” (კარამზინი).

shop_product_image_1856წიგნის შესავალში აკუნინი წერს, რომ ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც თვითმკვლელობაზე ერთხელ მაინც უფიქრია. მე ასეთი ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები (ზოგადად თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს ალბათ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდანაც გამომდინარეობს), თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “მწერალი და თვითმკვლელობა” ძალიან საინტერესოდ მეჩვენა (“სასაფლაოს ამბებისა” არ იყოს). გრიგოლ ჩხარტიშვილი, როგორც ყოველთვის, უღრმავდება პრობლემას და, მიუხედავად არც თუ სასიამოვნო თემატიკისა, მაინც სახალისო საკითხავს გვთავაზობს. მეტი

ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება…

მეტროს სადგურების გასასვლელებში წერია: “ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება”… შეიძლება “ცხოვრების მეტროს” ბილეთით ხელში წლების მანძილზე იჯდე კაფეში და “იმ” ერთადერთ ქალს ელოდო, მაგრამ როდესაც შენი “ბილეთი” ბოლოსდაბოლოს “გათამაშდება”, უკვე გვიანი იყოს. შეიძლება ისიც მთელი ცხოვრება გელოდა, მაგრამ მისი წარსული ორი ათეული წლით იზომება, შენი – ექვსით. მომავალი კი – პირიქით… დროის ათვლა დაწყებულია, სიყვარული კი ისეთი უსაზღვროა, რომ ასეთსავე უსაზღვრო ვნებას მოითხოვს…

წიგნიც ამაზეა – “ვადაგასულ ბილეთზე”. უფრო სწორად კი ასაკოვანი მამაკაცის აღსარებაა, რომელიც თავის “მამაკაცურ ღირსებას” სწორედ მაშინ კარგავს, როცა ნამდვილად უყვარდება ახალგაზრდა ქალი… 230 გვერდის განმავლობაში ჟაკ რენიე განიცდის ამას, გამოსავალს ეძებს, სასოწარკვეთილებაში ვარდება, უამრავ გადაწყვეტილებას იღებს და სისრულეში არ მოჰყავს ისინი, მაქსიმალურად წელავს დროს – ცდილობს, რომ “გადაავადოს ბილეთი”… მეტი

რომენ გარის თეთრი ძაღლი

1968 წელი, ამერიკის შეერთებული შტატები… მემფისში მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. ამ მოვლენამ ისედაც დაპირისპირებული შავკანიანები და თეთრკანიანები კიდევ უფრო გადაამტერა. ამერიკა არეულობამ, აჯანყებებმა, პროტესტმა და ძალადობამ მოიცვა… ამ ფონზე რომენ გარის ცხოვრებაში ძაღლი გამოჩნდა… ძაღლი, რომელიც შავკანიანებზე დაგეშეს… ძაღლი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, გარდა შიშისა. მწერალმა ძაღლის ხელახლა გაწვრთნა მოინდომა… მაგრამ შესაძლებელია ცნობიერების შეცვლა? ძაღლის მზერა ხომ ნამდვილი ადამიანის მზერაა… მეტი