ძნელია ღმერთობა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება როჯერ ზელაზნის პლანეტაზე! არა, ეს ადგილი ამბერივით საოცარი არ არის, თუმცა არც ბევრად ჩამოუვარდება. აქ ხომ ღმერთები ცხოვრობენ და თავად რწმუნდებიან, რომ ღმერთობა ნამდვილად ძნელია… აბა, თავად განსაჯეთ – განა შეიძლება ადვილი იყოს სხეულების მუდმივად ცვლა? თან აქაც ადამიანური კანონები მოქმედებს – ღმერთები (აღმოსავლური კულტურით დაინტერესებულთათვის “ძველი” ნაცნობები რომ არიან)  ერთმანეთს ებრძვიან და ხელჩართული ომი აქვთ გაჩაღებული. არც “დემონები” სხედან მშვიდად… ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც “ბებერ” დედამიწაზე… თუმცა ეს სულაც არ არის გასაკვირი – ღმერთები ხომ ადრე სულ სხვა ღმერთები იყვნენ, ან ცხოველები, ან ადამიანები… მერე რა, თუ გარემო შეიცვალა. ადამიანი ისევ ადამიანია – ბუდას სხეულშიც, კრიშნას “თანამდებობაზეც”, მაიმუნის “ტყავშიც”…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია.

ამბერის ქრონიკები

61996კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამბერში! თავს ცოტა უცნაურად გრძნობთ? არ შეგეშინდეთ! კარლ კორიც დაახლოებით ასე გრძნობდა თავს, როდესაც საავადმყოფოში გაახილა თვალი და მიხვდა, რომ არაფერი ახსოვდა. თითქოს საქმე უბრალო ოჯახურ დაპირისპირებასთან უნდა გვქონოდა, მაგრამ როჯერ ზელაზნის სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონია – ნუ იტყვით და თურმე დედამიწა მხოლოდ სამყაროს ერთ-ერთი ანარეკლი ყოფილა, კარლ კორი კი – ამბერის პრინცი კორვინი. სწორედ ის გვიამბობს სხვა პრინცებთან შუღლის, ავალონის თოფების, მარტორქის ნიშნის, ობერონის (ეს უკანასკნელი კორვინისა და სხვა პრინცებისა და პრინცესების მამა გახლავთ) ხელისა და ქაოსის კარის ამბავს… More

ფანტასტიკური სექტემბერი

რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკები” –  უცხოპლანეტელებზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, მათ შორის არც მარსის მკვიდრებზე. მაგრამ იქნებ ისინი მართლაც არსებობენ და ისევე სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს არსებობას, როგორც ჩვენ მათსას? იქნებ ერთ დღეს შევხვდეთ ერთმანეთს? იქნებ დადგეს დღე, როცა ბირთვულ ომს, ცენზურას, ბიუროკრატიას, დიქტატურას და რასიზმს გავექცევით და ბავშვობას დავუბრუნდებით – გაოცების უნარს გავაღვიძებთ ჩვენში… ან შეიძლება ვერც იქ დავივიწყოთ ჩვენი “საფირმო საქმიანობა” – ყველაფრის განადგურება – და მარსის ცივილიზაციასაც “მივადგეთ”… More