დაუვიწყარი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

დაახლოებით 20 წლის წინ ახალ წელს სხვა საჩუქრებთან ერთად თოვლის პაპამ წიგნი მომიტანა. ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა (მანამდეც და შემდეგაც მსგავსი საჩუქრის გარეშე არც ახალ წელს ჩაუვლია და არც სხვა “სასაჩუქრე” დღესასწაულს), რომ არა ერთი ფაქტი – სწორედ ბასტისა და ბუბუს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით დაედო სათავე ჩემს ინტერესს გეოგრაფიის მიმართ. მას შემდეგ რუკებითა და დროშებით “დახუნძლული” წიგნების თვალიერებას არაფერი მირჩევნია – მერე რა, რომ უკვე გავიზარდე და უფრო “სერიოზულ” საკითხავს ვეტანები… “დიოგენეს” მორიგმა საჩუქარმა კიდევ ერთხელ გამახსენა ბავშვობა და ისევ ძველებური გულმოდგინებით გავუდექი გზას… More

Advertisements