გზები, რომელთაც ვირჩევთ

ბავშვობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია (თუ, რა თქმა უნდა, რაღაც განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან არ გვაქვს საქმე). არ აქვს მნიშვნელობა, როდის და რა პირობებში ჩაიარა იმ წლებმა (პირადად ჩემი ბავშვობა ბნელ 90-იანებს დაემთხვა, თუმცა მაინც ისე ვიხსენებ, როგორც ყველაზე ნათელ წლებს). ამის მიზეზი კი ორია – ცხოვრების საწყის წლებში არაფერი გვადარდებს, რადგან ყველაფერს სხვები გვიგვარებენ (ან ისეთი “პრობლემები” გვაქვს, რაზეც ზრდასრულ ასაკში უბრალოდ გვეცინება) და გვგონია, რომ წინ ძალიან გრძელი და ნათელი გზა გვაქვს. შედეგი კი სულ სხვანაირი აღმოჩნდება ხოლმე. ზოგჯერ ყველაფერი ძალიან კარგად ეწყობა, თუმცა რეალობა ისეთი შთამბეჭდავი არასდროსაა, როგორიც ოცნებებში… ან ცხოვრება საშინლად წავა, როგორც ეს დებ გრაიმზებს დაემართათ (რიჩარდ იეიტსი ამ ფაქტს პირველივე წინადადებაში აფიქსირებს, ასე რომ სპოილერის არ შეგეშინდეთ)… More