უკან ბავშვობაში როალდთან ერთად

905635_408783292635651_951278169851779473_oგახსოვთ ვილი ვონკა და მისი შოკოლადის ქარხანა? დარწმუნებული ვარ, რომ გახსოვთ (წიგნი ხომ დაუვიწყარია, მაგრამ არც ჯონი დეპის მიერ შესრულებული ვილია მარტივად “წამსვლელი”). ჰოდა, ახლა როალდ დალის კიდევ ორ ნაწარმოებზე მინდა გიამბოთ, რომლებიც პირადად მე მხოლოდ ახლა წავიკითხე და იმწამსვე დავბრუნდი ბავშობაში 🙂

ჩვენი პირველი “სტუმარი” ფრიად სიმპათიური და გონიერი მელია მისტერ ფოქსი გახლავთ. იქნებ იფიქროთ, გარეულ ცხოველს ასეთი პატივისცემით ვინ მიმართავსო, მაგრამ მისტერ ფოქსს როგორც კი გაიცნობთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს ვაჟბატონი ბევრ ადამიანზე უფრო საზრიანი გახლავთ. აკი სამი უსაქმური ფერმერი ისე მოხერხებულად გააცურა, როგორც ვერავინ მოახერხებდა და, სიმართლე გითხრათ, ძალიან დამამშვიდა. აბა, საზიზღარი ფერმერები ხომ არ გაიმარჯვებდნენ 🙂 More

ლედი ჯეინი და ლურჯი ყანჩა

18041182საბავშვო წიგნების წაკითხვა რომ არასდროსაა გვიან, ეს უძველესი სიბრძნეა და განმეორებას არ საჭიროებს. ჰოდა, ახლაც ონლაინ-ბიბლიოთეკაში ხეტიალისას სესილია ჯემისონს გადავაწყდი და “გზას გავუდექი”.

ქალბატონი სესილია ლედი ჯეინზე გვიამბობს. არა, ლედი ჯეინი დიდგვაროვანი არ გახლავთ (მას ასე მამამ შეარქვა). მისი ამბავიც ერთი შეხედვით ბანალურია – საბავშვო ლიტერატურაში ობოლი ბავშვების თემა ხომ ძალიან არის გავრცელებული… მაგრამ პატარა გოგონას ისტორია მაინც უზომოდ სასიამოვნოდ იკითხება (ბავშვებს ალბათ განსაკუთრებით მოეწონებათ). შეუძლებელია, რომ მისი საყვარელი ლურჯი ყანჩა გაიცნოთ და გულგრილნი დარჩეთ. ლედი ჯეინის კეთილ მეგობრებსაც აუცილებლად შეიყვარებთ და მიხვდებით, რომ სიკეთე არასდროს იკარგება… მთავარია, გვჯეროდეს! მერე რა, თუ უკვე 20 წელს გადავაბიჯე… მე მაინც მჯერა!

P.S. ეს ძალიან კარგი საბავშვო წიგნი წლების წინ უთარგმნიათ ქართულად. რომელიმე გამომცემლობა კიდევ ერთხელ თუ მიაქცევს ყურადღებას, ურიგო არ იქნება.

დაუვიწყარი მოგზაურობა კორალაინთან ერთად

კორალაინი (ღმერთი არ გაგიწყრეთ და მისი სახელი არ დაამახინჯოთ, თორემ ძალიან გაბრაზდება) ერთი ჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ, რომლის მშობლებიც მუდამ დაკავებულები იყვნენ და წესიერი სადილის მოსამზადებლადაც კი ვერ იცლიდნენ. ახალ სახლში გადასვლის შემდეგაც ბევრი არაფერი შეცვლილა – მხოლოდ ფრიად უცნაური მეზობლები – თაგვების მწვრთნელი მოხუცი და ოდესღაც ცნობილი მსახიობი ქალები – შეემატნენ კორალაინის ნაცრისფერ ცხოვრებას. ნამდვილი ცვლილებები კი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო…

კორალაინმა , როგორც დიდმა მკვლელვრმა, კარი აღმოაჩინა და ასეთი ცხოვრების პატრონს გული როგორ მოუთმენდა, რომ ამოუცნობი თავგადასავლის კვალს არ გაჰყოლოდა… კარს იქით თითქოს იგივე სამყარო დახვდა. ერთადერთი იქაური დედა კარგი კულინარი დ გამრთობი აღმოჩნდა. მერე რა, თუ თვალების ნაცვლად ღილები ჰქონდა. მამა და მეზობლებიც სულ სხვანაირები გახდნენ… კორალაინიც თავს ბედნიერად გრძნობდა, სანამ ქალბატონმა დედამ ისეთი თვისებები არ გამოავლინა, ბოროტი კუდიანების მთელს ბატალიონს რომ შეშურდებოდა. ჩვენს მამაც გოგონასაც მეტი რაღა დარჩენოდა – ვითომ დედის მიერ მოტაცებული ბავშვების სულები და მოულოდნელად დაკარგული მშობლები უნდა გამოეხსნა. დახმარებას კი მხოლოდ შავი კატისა და მოხუცი მსახიობების მიერ ნაჩუქარი არტეფაქტისგან ელოდა… დანარჩენი თავად ნახეთ, ოღონდ ფრთხილად, არ შეგეშინდეთ 😉

P.S. თუ დაინტერესდით, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” მიმართეთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ.

სენტ ნიკოლას-ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან

More