ქართველი ქალების ციცაბო მარშრუტი

ბოლო დროს საბჭოთა წარსულზე ხშირად საუბრობენ, თუმცა მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მისტირიან იმ დროს… მათი უმეტესობა ისეთ ასაკშია, რომ ერთი გამართლება მოეძებნებათ – იქნებ წითელ დიქტატურას კი არა, საკუთარ ახალგაზრდობას უცქერენ ნოსტალგიით აღსავსე მზერით? მაგრამ არის კი ეს საკმარისი? და ახალგაზრდების შემთხვევაში? არა! არ არსებობს მიზეზი, რომელიც 70-წლიან სისხლიან პერიოდს დადებითად წარმოაჩენს… ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ გადახედავთ ქართველი ქალების ციცაბო მარშრუტს… მეტი

დროის ხმაური ბოროტების იმპერიაში

“ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,..

…რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს…”

უილიამ შექსპირი – 66-ე სონეტი

12316080_926628834088384_8238583705091529144_nგიფიქრიათ ოდესმე საკუთარ ცხოვრებაზე სხვა ეპოქაში? ალბათ ლიტერატურის დახმარებით ეს ხშირად მომხდარა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბევრად უფრო მარტივი იმ დროში “გადაბარგებაა”, რომელიც სადღაც შორს კი არ “ხმაურობდა”, არამედ აქ და სულ ახლახანს… თუმცა ვინ იცის, იქნებ მუშკეტერების გვერდით კარდინალის დამქაშებთან მამაცურად ბრძოლა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამაღლება… დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია ასეთი გაუგონარი აბსურდის არსებობა, მაგრამ ის 70 წლის მანძილზე “სუნთქავდა” და მეტიც – ამ დიდ უტოპიაში დიმიტრი შოსტაკოვიჩის მსგავსი ადამიანები ცხოვრობდნენ… მეტი

არბატის შვილები

p1773005მოსკოვი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები. ახალგაზრდების ჯგუფი ცხოვრებას იწყებდა. ისინი “არბატის შვილები” იყვნენ და ისეთივე უღრუბლო მომავალს ელოდნენ, როგორი ბავშვობაც ჰქონდათ. საშა, ვარია, ნინა, მაქსი, იურა, ლენა, ვადიმი და ვიკა ახალი 1934 წლის დადგომას ერთად შეხვდნენ და არც კი იცოდნენ, რომ ეს წელი მათთვის და მთელი საბჭოთა კავშირისთვის გადამწყვეტი გახლდათ – სტალინმა (რომელიც რიბაკოვმა აკსიონოვის მსგავსად ჩვეულებრივ პერსონაჟად აქცია) ამ წელს გადაწყვიტა საკუთარი პოზიციების უკიდურესად გამყარება და ეს პროცესი კიროვის მკვლელობით დაიწყო. თუმცა არბატის შვილების გზები უფრო ადრე გაიყო – საშას მშვიდი ცხოვრება სულელურ კედლის გაზეთს შეეწირა და ის დროზე ადრე გაუყენეს ციმბირის გზას… მეტი

11 წელი ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრებიდან

Solzhenitsyn_Gulag_Photoცოტა ხნის წინ სოვიეტიზმის ეპოქის შესახებ ვისაუბრეთ. საბჭოთა კავშირის საუკეთესო აღწერა ალბათ ალექსანდრ სოლჟენიცინს ეკუთვნის. მის ცხოვრებას თუ გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით (სიცოცხლის ბოლო წლებში მისი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ალბათ ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ). მის “ივან დენისოვიჩის ერთ დღეზე” უკვე მოგიყევით. ახლა კიდევ სამი ნაწარმოები მინდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ.

“კიბოს კორპუსი” ძალიან მძიმე (ამასთანავე ოპტიმისტურიც) წიგნია და ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრების იმ მონაკვეთზე მოგვითხრობს, რომელიც მან ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაატარა. თუმცა ეს ცალსახად ბიოგრაფია არ არის. მთავარი გმირები ავტორმა შექმნა (ალბათ პროტოტიპები ჰყავდა) და თითოეული მათგანი საბჭოთა დროს მოარგო – მაგალითად, ოლეგ კოსტოგლოტოვი რეპრესირებული და ნაომარი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერ ეგუება რეჟიმს. სამაგიეროდ პაველ რუსანოვი გრძნობს თავს ბედნიერად (კიბოს თუ არ ჩავთვლით) და სულაც არ განიცდის, რომ სტალინური ტერორის დროს უამრავი ადამიანი დაასმინა. სხვებიც (მათ შორის ექიმებიც) ებრძვიან სიკვდილს, საკუთარ წარსულს (ყველა რუსანოვივით ვერ “აძინებს” სინდისს), მარცხდებიან და იმარჯვებენ, მაგრამ მაინც არ იცვლებიან – ადამიანები ადამიანებად რჩებიან,  სისტემის მონები კი – მონებად. მეტი